09:36 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-03 18:35:48, 1234 ნახვა

საზოგადოება
პურის მწარმოებლებისთვის გაზის ტარიფი არ იცვლება

„ყაზტრანსგაზმა ოფიციალურად მაცნობა, რომ გაზის საფასური პურის მრეწველობისთვის არ იზრდება“, - ამის შესახებ სს „კრწანისი-პურის“ დირექტორმა სპარტაკ გოგინავამ განაცხადა. 

„ამ შემთხვევაში ჩემი წარმოება არ მუშაობს, მაგრამ მე დამიკავშირდა „ყაზტრანსგაზი“ და ოფიციალურად მაცნობა, რომ გაზის საფასური პურის მრეწველობისთვის არ იზრდება. 15 წუთის წინ დამიკავშირდა „ყაზტრანსგაზი“ და მაცნობა ეს სასიამოვნო ამბავი“, - აღნიშნა სპარტაკ გოგინავამ. 

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებით, „ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ სერიოზული პრობლემები წარმოქმნა შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ნორმალური საქმიანობისა და ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესში, ვინაიდან კომპანია ბუნებრივ გაზს აშშ დოლარში ყიდულობს, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ლარში ფიქსირებული ფასით ახდენს. აქედან გამომდინარე, დღეისთვის მოქმედი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი არ იძლევა შესაძლებლობას, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ დაფაროს როგორც მიმდინარე ხარჯები, ისე გასული წლების განმავლობაში კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული ზარალი.

იმისთვის, რომ არ შეფერხდეს გაზის შესყიდვისა და დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების პროცესი და თბილისის მოსახლეობამ მაქსიმალურად უსაფრთხო გაზმომარაგებით ისარგებლოს, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ იძულებულია, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფი დააკორექტიროს.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გადაწყვეტილებით, 2019 წლის 4 თებერვლიდან თბილისში, ბუნებრივი აირის იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც გაზს არასაყოფაცხოვრებო მიზნით მოიხმარენ, ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე, დღგ-ს ჩათვლით, 86 თეთრი იქნება“.

აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. მოსახლეობისთვის გაზის საფასური 46,139 თეთრი დარჩება“.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics