2019-01-02 13:07:37, 1783 ნახვა
საზოგადოება
გორში და ქუთაისში პიროტექნიკით დაშავებულ 14 ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა
ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად მიღებული დაზიანებებით ცხრა ადამიანი შეიყვანეს - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ირაკლი გოგინავამ განაცხადა.
დაშავებულებს შორის არის მცირეწლოვანი, რომელსაც ოპერაცია, თითის რეპლანტაცია ჩაუტარდა.
ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ამ დროისთვის საავადმყოფოში ოთხი დაშავებული რჩება, რომელთაც სხვადასხვა სახის ოპერაცია ჩაუტარდათ.
ამასთან, საახალწლო პიროტექნიკის, ე.წ. ასაფეთქებლების არასწორი გამოყენების გამო გორში ცენტრალურ საავადმყოფოში 5 პაციენტი მოხვდა, აქედან 4 ბავშვია. ერთ მოზარდს დამწვრობა აღენიშნებოდა, ოთხს კი - სხვადასხვა სახის ჭრილობები.
ავტორი: ,