09:35 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-31 17:51:48, 1941 ნახვა

საზოგადოება
როგორ შევხვდეთ და რას უნდა ველოდოთ 2019 წლისგან - ასტროლოგის რჩევები

2019 წელი ჩინური კალენდრის მიხედვით, ზოდიაქოს მეთორმეტე ნიშნის, ტახის-ღორის წელია. „კეთილი ბერიკაცი“ - ასე უწოდებენ ტახს ჩინელები. ეს ნიშანი აღმოსავლურ ზოდიაქოში სიკეთის, სიუხვის, ბარაქის და მიამიტობის სიმბოლოდ ითვლება.

ასტროლოგების ცნობით, 2019 წელს აუცილებლად რამე ახალი და მნიშვნელოვანი უნდა დაიწყოს. ეს შეიძლება იყოს ახალი ურთიერთობა, ახალი ნაცნობობა, ყოველ შემთხვევაში, რაღაც, რაც სიახლესთან იქნება დაკავშირებული. სპეციალისტები გვირჩევენ, ვიყოთ ქარიზმატულები, მეგობრულები, ამასთან, მათივე თქმით, ეს იქნება კარგი წელი იქნება ოჯახის შექმნისთვის. ტახის წელი, განსაკუთრებით იღბლიანი იქნება, შრომისმოყვარე, დისციპლინირებული, პრაქტიკული და კეთილსინდისიერი ადამიანებისთვის.

„ექსპრესნიუსი“ შეეცადა გაერკვია, თუ როგორი ახალი წელი გველოდება წინ, ამიტომ ასტროლოგ ქეთი ვაწაძეს დაუკავშირდა.

ასტროლოგის თქმით, იმისთვის, რომ 2019 წელმა ბედნიერება, სიყვარული და კეთილდღეობა მოიტანოს, აუცილებელია ვიყოთ კეთილშობილები, გვქონდეს კარგი განწყობა, რადგან ტახს არ უყვარს უხეში და უსამართლო ადამიანები. ამასთან, სასურველია, ნებისმიერ საქმეს მაქსიმალური მოტივაციით მოვეკიდოთ.

„ტახის წელი 2019 წლის 5 თებერვალს შემოდის და შემდეგი წლის 24 იანვრამდე დარჩება. ტახი აღმოსავლური ჰოროსკოპის მეთორმეტე ნიშანია და დასავლურ ჰოროსკოპში თევზებს შეესაბამება. ის ასრულებს ზოდიაქოს 12-წლიან ციკლს, კრავს ე.წ. კარმულ წრეს, რის შემდეგაც ისევ ახალი ციკლი იწყება ვირთხის წლით. ტახის წელი კარგია, უპირველეს ყოვლისა, ინტელექტუალური წრის წარმომადგენლებისთვის, აგრარული  სექტორისთვის. ტახის წელს მოსავალს უფრო მეტს უნდა ელოდონ. აგრეთვე ძალიან კარგი წელი იქნება ქორწინებისთვის, ბევრი მარტოხელა ადამიანი დაქორწინდება. ურთიერთობებში უფრო მეტი სიმყარე შემოვა. ძალიან კარგია ბავშვების გაჩენისთვის და მთლიანად დოვლათვისთვის, ვინაიდან ტახი არის სიუხვის სიმბოლო.  ბევრი ადამიანისთვის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, მაგრამ ტახი მუყაითად მხარჯველია და 2019 წელს მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ გაუმართლებელი რისკები თავიდან აიცილოთ, რათა ფინანსური დანაკარგები არ იყოს. უნდა ვეცადოთ, რომ თაღლითების მსხვერპლი არ აღმოვჩნდეთ, რადგან უფრო მიმნდობი ხდება ადამიანი, უფრო მარტივად სჯერა რაღაცების. დოვლათი შემოდის, მაგრამ მას კარგი ყურადღება უნდა“, - განაცხადა ქეთი ვაწაძემ.

მისივე თქმით, ტახის-ღორის წელი იქნება მშვიდი და განსაკუთრებულ ხმაურსა და აურზაურს არ უნდა ველოდოთ.

„2018 წელი ყვითელი ძაღლის წელიწადი იყო, ხოლო 2019 წელი კი, ყვითელი ტახის წელიწადია, ანუ ორივე წელი მიწის სტიქიას განეკუთვნება. მოსალოდნელია, რომ 2019 წელიც 2018 წლის მსგავსად მშვიდი იყოს, ვინაიდან, მიწის სტიქიის წლები ყოველთვის სიმშვიდით გამოირჩევა, განსაკუთრებულ ხმაურსა და აურზაურს,  წესით, არ უნდა ველოდოთ. თუ არ ჩავთვლით, 2019 ლილიტის ტრანზიტს მერწყულში, რომელიც აპრილამდე გაგრძელდება, რაც სოციალურ ასპარეზზე ტახის მშვიდ გარემოში, გარკეულ ფორიაქს შემოიტანს, - ეს ეხება, კოლექტივებს, მეგობრულ კავშირებს, გაერთიანებებს. ამიტომ უნდა ვეცადოთ, 2019 წლის 3 მაისამდე მაინც, მაქსიმალური თავდაჭერა და გონივრულობა გამოვიჩინოთ“, - აღნიშნა ასტროლოგმა.

ვისთვის იქნება 2018 წელი განსაკუთრებით იღბლიანი - ასტროლოგის განმარტებით, ტახის წელში განსაკუთრებით გაუმართლებთ ცეცხლის ნიშნებს, უპირველეს ყოვლისა მშვილდოსანს, შემდეგ კი, ლომსა და ვერძს.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ტახი კეთილშობილი ბუნებისაა და ნაკლებად სავარაუდოა ვინმეს გული დაწყვიტოს ან განსაკუთრებული პრობლემები შეუქმნას.

„ჰაერის ნიშნებისთვის - (ტყუპები, სასწორი და მერწყული) - მრავალფეროვნებით დატვირთული, ასევე სასიკეთო წელი იქნება. წყლის ნიშნებისთვის - საშუალო წელია, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი პლანეტის გავლენის წყალობით,  ბევრი მათგანი შესაძლოა განვითარების ახალ ეტაპზეც კი, გადავიდეს. წყლის ნიშნებიდან კირჩხიბები იქნებიან 2019 წლის ფავორიტები, ხოლო თევზებს 3 მაისიდან 27 იანვრამდე სიფრთხილე მართებთ ყველა მიმართულებით. იზრდება ცდუნებების, შეცდომების დაშვების ალბათობა. კარგი წელი იქნება აგრეთვე კუროსთვის, არაა ცუდი ქალწულისთვის, მით უფრო წლის მეორე ნახევარი. რაც შეეხება, თხის რქას  -  ის 2019 წელში შედარებით შვებას იგრძნობს, განსაკუთრებით კარგი პერიოდი 2019 წლის ბოლოდან იქნება, როდესაც გამარჯვების პლანეტა მთელი წლით მათ ნიშანში გადავა და უამრავ პოზიტიურ მოვლენებს გამოიწვევს.

რაც შეეხება აღმოსავლურ ნიშნებს, საუკეთესო წელია რა საკვირველია, თავად ტახისთვის. ასევე კარგია ცხვრისა და კატისთვის. ძაღლის, ცხენისა და ვეფხვისთვის - საშუალო წელი იქნება. გველის წელს დაბადებულებს შესაძლოა გარკვეული სირთულეები ჰქონდეთ, მაგრამ აუცილებლად წარმატებით გადალახავენ. ნუ იქნებიან საკუთარ თავში ჩაკეტილები. მამლის წელში დაბადებულებმა უარი უნდა თქვან სიმკაცრეზე და რბილი ბუნება გამოავლინონ. დისციპლინა და შრომისმოყვარეობა  დაეხმარებათ მიზნების მიღწევაში. უკეთესი წელი იქნება ხარისა და მაიმუნისთვის. ვირთხის წელში დაბადებულებს თუ სურთ, რომ ტახის წელმა სიკეთე მოუტანოთ, უნდა გაითვალისწინონ მთავარი რჩევა - ნუ იქნებიან აგრესიულები და ეგოისტები. ბევრმა უკვე იცის, რომ მხოლოდ პირად რუკაში აისახება რამდენად წარმატებული ან წარუმატებელი წელი შეიძლება იყოს ადამიანისთვის და ეს ინდივიდუალურია“, - განაცხადა მან.

როგორ მოვემზადოთ ახალი წლისთვის  - სპეციალისტი გვირჩევს ახალ წელს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად შევხვდეთ.

„რაც შეეხება ახალი წლის შეხვედრას, ჯობია ხალხმრავლობაში, მეგობრების წრეში შევხვდეთ და მხიარული წვეულება მოვაწყოთ. ტახი არის საკმაოდ ესტეთიური ნიშანი. არ არის მოკრძალებული და ამიტომ რაც მოდური იქნება, შევეცადოთ, რომ ეს გვქონდეს ინტერიერში. ამასთან, ტახს უყვარს ყველაფერი რბილი და ნატურალური. სასურველია, სახლი მორთოთ ცოცხალი ყვავილებისა და ფოთლების თაიგულებით, დეკორად გამოიყენეთ ხის, თიხის აქსესუარები. შეეცადეთ რაც შეიძლება მეტი ყვითელი ან ოქროსფერი სუფრა გქონდეთ, თუ საშუალება არ გაქვთ - ხელსახოცები მაინც. ასევე,როგოც კი, ახალი წელი დადგება, ჩვენ შეგვიძლია ყულაბა ავიღოთ და მასში ხურდა ჩავაჩხრიალოთ, რომელიც დაიდგმება ან სუფრაზე ან ნაძვის ხის ქვეშ.  ეს ბარაქისთვის ძალიან კარგია“, - განაცხადა ასტროლოგმა.

როგორ გავაწყოთ საახალწლო სუფრა და გავაფორმოთ სახლი - ვაწაძე ამბობს, რომ წლის მთავარ მბრძანებელს გულუხვად უნდა გავუმასპინძლდეთ და არ დაგვავიწყდეს სადღესასწაულო განწყობის შენარჩუნება.

„სუფრაზე რაც გაგიხარდებათ, ის დააწყვეთ, მთავარი ხომ საახალწლო განწყობაა, თუმცა შეგიძლიათ უხვად გაუმასპინძლდეთ მომავალი წლის მბრძანებელს. თუ თქვენ სიამოვნებას მოგანიჭებთ და საახალწლო განწყობის შექმნაში დაგეხმარებათ, შეგიძლიათ მარცვლეული, წაბლი, რკოც კი, მიმოაბნიოთ თქვენს სადღესასწაულო სუფრასა და ოთახში, ჩამოკიდოთ ნაძვის ხეზეც. კარგი  იქნება სუფრაზე გედოთ სალათები, მწვანილი, აუცილებელია კვახი, როგორც ხვავისა და დოვლათის სიმბოლო, თან ყვითელი ფერისაა და შეესაბამება საახალწლო განწყობას და მომავალი წლის ფერსა და ენერგიას. არ დაგავიწყდეთ,  8 ცალი მანდარინისა და ამავე რაოდენობის ფორთოხლის წრეზე დადებაც, რაც ჩინეთში სიმდიდრის, ბარაქის სიმბოლოდ მიიჩნევა. ასევე არ დაგავიწყდეთ წყლით სავსე ფიალის დადგმაც. ახალი წლის დადგომამდე, რამდენიმე წუთით ადრე, სასურველია, ყვითელი და კენტი რიცხვის სანთლის დანთება. გოჭის ხორცი ზუსტად 12 საათზე სუფრაზე შეგიძლიათ არ დადოთ, მაგრამ ერთ ან ორ საათში შესაძლებელია მისი გამოტანა“, - განმარტა ვაწაძემ.

რა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს - ახალი წლის შეხვედრისას ტანსაცმლის რეკომენდირებული ფერი ყვითელია.

„ახალი წლის შესახვედრად შეგიძლიათ თამამად გამოეწყოთ, რაშიც ყველაზე სადღესასწაულოდ იგრძნობთ თავს. ყვითელი, ოქროსფერი, ბეჟი, კრემისფერი, ვარდისფერი, თბილი ყავისფერი, მწვანე, თეთრი, კოპლებიანი - ეს ფერები შეესაბამება ყვითელი ტახის წელს“, - აღნიშნა ასტროლოგმა და დასძინა, რომ „მთავარია, უკეთესი მომავლის რწმენა გქონდეთ“.

და ბოლოს, „ყველაფერი უნდა გავაკეთეთ, რაც გაგვახალისებს, გაგვაბედნიერებს და პოზიტიურ განწყობას შეგვიქმნის“.

 

სალომე უბირია





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics