08:45 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-29 18:30:23, 1624 ნახვა

საზოგადოება
მეუფე იაკობი - 20 000-ს მთხოვდა რამიშვილი, ლარად შეუფასა სასამართლომ, მაგრამ ლარს მურუსიძეს და ჩინჩალაძეს გადავახდევინებ

 „20 000-ს მთხოვდა მიხეილ რამიშვილი, ლარად შეუფასა სასამართლომ, მაგრამ ლარს მათ გადავახდევინებ თვითონ მურუსიძეს და ჩინჩალაძეს. მე არ ვარ ის კაცი, ვიღაცას თავი დავუხარო“, - ამის შესახებ პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მეუფეს თქმით, ის თავს არავის დაუხრის.

„ჩემზეც ახლა, ლარი გამომიწერა, ჩემზე თუ დაკვეთა არ იყო, ცოტა ხნით ადრე, გოგა ხაინდრავამ ხუთი რამე დააბრალა ეკა გიგაურს, მაზე არაფერი არ იყო და ვიღაც რამიშვილზე რაღაც ვთქვი და ჯერ გასარკვევია, მართალი ვთქვი თუ ტყუილი. საქართველოში არ არის ცილისწამებაზე მუხლი. 20 000-ს მთხოვდა რამიშვილი, ლარად შეუფასა სასამართლომ, მაგრამ ლარს იმათ გადავახდევინებ თვითონ მურუსიძეს და ჩინჩალაძეს. მე არ ვარ ის კაცი, ვიღაცას თავი დავუხარო“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ქორეპისკოპოს იაკობს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლა. მისი სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა და მეუფე იაკობს მისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდა და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, სიმბოლურად 1 ლარის გადახდა დაეკისრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics