|
2015-06-16 10:46:26, 588 ნახვა
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო
15 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემდგომმა და ამ შემთხვევაში საბოლოო ინსტანციამ - თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რითაც სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის საჩივარი და დასაშვებად მიიჩნია, პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება. ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს. „როგორც მოგეხსენებათ, ე.წ. „კაბელების საქმეზე“, 2015 წლის 8 ივნისს პროკურატურის მიერ გასაჩივრებულ იქნათბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ივნისის განჩინება, რომლითაც ბრალდების მხარისმტკიცებულებების მცირე ნაწილი ცნობილი იქნა დაუშვებლად. 2015 წლის 15 ივნისის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ: 1) ბრალდების შესახებ დადგენილებები დასაშვები მტკიცებულებებია, რადგან მათი შედგენისა და საქმეზეპროცესუალურად დამაგრების დროს კანონის დარღვევებს ადგილი არ ჰქონია; შესაბამისად თბილისის საქალაქოსასამართლოს გადაწყვეტილება - ეს საკვანძო მნიშვნელობის მქონე დოკუმენტები არ დაეშვა საქმის არსებითგანხილვაზე, არის მიუღებელი, მიზანშეუწონელი, დაუსაბუთებელი, ბუნდოვანი, შუალედური და უკანონო.საქართველოს საერთო სასამართლოების მასშტაბით, მსგავსი გადაწყვეტილება არცერთ მოსამართლეს არმიუღია წინასასამართლო სხდომაზე და ამ მხრივ 2015 წლის 5 ივნისის განჩინება უპრეცედენტოა. 2) სასაქონლო ექსპერტიზის დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომგანმარტა, რომ „ არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ცალმხრივ დასკვნებს“, თითქოსდა ექსპერტსარ ჰქონდა უფლება დამოუკიდებლად დამატებითი ინფორმაცია მოეპოვებინა, ვინაიდან იგი მოკლებულიასაფუძველს და არ გამომდინარეობს როგორც ზოგადად ექსპერტის უფლება-მოვალეობების, ისე სისხლისსამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებიდან. სააპელაციო სასამართლოს განჩინების თანახმად ექსპერტისმიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან მას სრული უფლება ჰქონდა თავისიინიციატივით ჩაეტარებინა ბაზრის კვლევა, მოეპოვებინა დამატებითი მასალა, ინფორმაცია და მისი მხრიდანსრულად იქნა დაცული „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიც. ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ვინაიდან სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნამოპოვებულია კანონის სრული დაცვით, „ავთენტიკურია, ნამდვილია და მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არარსებობს“ მის საფუძველზე მიღებული საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნაც კანონშესაბამისია. ზემოხსენებული მსჯელობების შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო კანონიერი დადასაბუთებული გადაწყვეტილება, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 ივნისის განჩინებაუსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო და პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება,მათ შორის სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა, სცნო დასაშვებ მტკიცებულებად“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)