|
2026-10-19 17:42:10, 292 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: პოლიტიკოსებს ან პოლიტიკურ პარტიებს არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული არგუმენტები, რომლებსაც კიდევ ერთხელ წარვუდგენთ ფართო საზოგადოებას. ყველაფერი იქნება აბსოლუტურად ღია და საზოგადოება დაინახავს თუ რა პროცესები მიმდინარეობს, დანარჩენი სასამართლოს გადასაწყვეტია“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 5 პოლიტიკური სუბიექტის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ დაგეგმილ საკონსტიტუციო განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პარტიები თავიანთი ქმედებებით წინააღმდეგობაში მოდიოდნენ ქართულ სახელმწიფოსთან. „როდესაც გაქვს პრეტენზია იმისა, რომ იყო პოლიტიკაში და გერქვას პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა ემსახურებოდე შენს ქვეყანას და იღებდე დაკვეთას შენი მოსახლეობისგან. ჩვენ სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით წლების განმავლობაში. ამ რეალობას ფარდა ჩამოხსნა „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“ და აბსოლუტურად გააშიშვლა ის ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ემსახურებოდნენ არა ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს, არამედ გარე ძალებს. ისინი კონკრეტული გადაწყვეტილებებით, განცხადებებით პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიოდნენ ქართულ სახელმწიფოსთან და არ ემსახურებოდნენ ქართველ ხალხს, ჩვენს ქვეყანას, პირდაპირ იყვნენ მტრულ დამოკიდებულებაში სახელმწიფოსთან. აქედან გამომდინარე, ასეთ პოლიტიკოსებს ან პოლიტიკურ პარტიებს არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში“, - განაცხადა კალაძემ. მისი თქმით, განხილვისას ყველაფერი გამჭვირვალე იქნება. „ჩვენ გვაქვს კონკრეტული არგუმენტები, რომელსაც კიდევ ერთხელ წარვუდგენთ ფართო საზოგადოებას. აქ დახურული და დამალული არაფერი იქნება, ყველაფერი იქნება აბსოლუტურად ღია და საზოგადოება დაინახავს, რა პროცესები მიმდინარეობს, რა არგუმენტები გვაქვს. დანარჩენი უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
„ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ - საქართველოს ბანკმა ბიზნესის კამპანია დაიწყო
Global Finance: საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: პოლიტიკოსებს ან პოლიტიკურ პარტიებს არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში
DRI ვახო სანაიაზე: აზრის გამოხატვისთვის დაკავება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)