|
2026-10-19 19:08:09, 290 ნახვა
ეკონომიკა
„ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ - საქართველოს ბანკმა ბიზნესის კამპანია დაიწყო
საქართველოს ბანკი ბიზნესის კამპანია დაიწყო, რომლის მთავარი გზავნილია: „ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“. ბიზნესის მართვისას საჭიროებები მუდმივად იცვლება. საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია პირველი ნაბიჯების გადადგმა, ზრდასთან ერთად - დამატებითი რესურსების მოძიება, ყოველდღიურ საქმიანობაში კი - დროის დაზოგვა და პროცესების გამარტივება. ახალი შესაძლებლობების გაჩენისას ბიზნესს სწრაფი მოქმედება სჭირდება, განვითარების შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად კი - ცოდნა, შესაბამისი ინსტრუმენტები და მხარდაჭერა. სწორედ ამ საჭიროებებს ეხმიანება კამპანია, რომლის დახმარებით ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, მათზე მორგებული შესაძლებლობები აღმოაჩინონ. საქართველოს ბანკის ბიზნეს ეკოსისტემა აერთიანებს ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას, ციფრულ ინსტრუმენტებს, ბიზნესის მართვის ტექნოლოგიურ გადაწყვეტებსა და მხარდამჭერ პროგრამებს. „ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ საქართველოს ბანკის ბიზნესის მიმართულების ერთიან მიდგომას გამოხატავს. კამპანიის მიზანია, მეწარმეებს შეახსენოს, რომ თითოეული გამოწვევისა თუ ახალი მიზნისთვის ბანკში შესაბამისი ინსტრუმენტი, რესურსი ან მხარდაჭერის შესაძლებლობა არსებობს. მაგალითად, როდესაც ბიზნესს გაყიდვების ზრდა სჭირდება, მას საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი შეუძლია გამოიყენოს; განვითარების ახალი ეტაპისთვის საჭირო რესურსების მოსაძიებლად ხელმისაწვდომია სრულად ციფრული, აგრო ან ბიზნეს დაფინანსება. ყოველდღიური საბანკო ოპერაციების გამარტივებისთვის ბიზნესს მობილბანკი ან ინტერნეტბანკი, ხოლო გადახდების მართვისთვის - ბიზნეს მენეჯერის შესაბამისი ინსტრუმენტები შეუძლია გამოიყენოს; ბიზნეს 360° კი მეწარმეებს ცოდნისა და უნარების გაღრმავების შესაძლებლობებს სთავაზობს. ეს კი მცირე ნაწილია იმ ერთიანი ეკოსისტემისა, რასაც ჩვენ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ვქმნით”, - აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი. საქართველოს ბანკის ბიზნესზე ორიენტირებული პროდუქტებისა და ინიციატივების შესახებ გაიგეთ მეტი: https://bankofgeorgia.ge/ka/business
„ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ - საქართველოს ბანკმა ბიზნესის კამპანია დაიწყო
Global Finance: საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: პოლიტიკოსებს ან პოლიტიკურ პარტიებს არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში
DRI ვახო სანაიაზე: აზრის გამოხატვისთვის დაკავება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)