07:46 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-28 11:31:13, 1246 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა ბარისახოში ბავშვებს საახალწლოდ საჩუქრები გადასცა

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და დუშეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ბარისახოში პანსიონსა და საბავშვო ბაღს ესტუმრნენ. მათ ბავშვებს და აღმზრდელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

პანსიონის მოსწავლეებს, მეფუტკრეობაზე მეოცნებე ძმებს, გაგა და გია ლიქოკელებმა საჩუქრად 10 ცალი სკა გადაეცათ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდა ძმების გეგმები მოისმინეს და მხარდაჭერა აღუთქვეს.

„მინისტრის სტუმრობა მოულოდნელი იყო.. არ ველოდით.  ასეთი დიდი თანამდებობის პირი აქ არასდროს ყოფილა. შობა-ახალი წელი მოგვილოცეს, ძალიან გაგვიხარდა. 10 სკა, კომპიუტერი და წიგნები გვაჩუქეს. ამ სკებს ავაწყობთ და ფუტკარს გავამრავლებთ. მერე ფუტკარი თაფლს მოგვცემს. ეკოლოგიურად სუფთა თაფლი ბევრს უნდა, ძალიან სასარგებლოა“, - აღნიშნა გაგა ლიქოკელმა.

ლევან დავითაშვილმა ბარისახოელებს იმ ახალ პროგრამაზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ოჯახების მხარდასაჭერად 2019 წლიდან დაიწყება. პროგრამა მთაში მესაქონლეობისა და ეკოტურიზმის განვითარებას ითვალისწინებს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც მთიან რეგიონებში ცხოვრობენ და იქ ყოფნით, ფაქტობრივად, საქართველოს საზღვრებს ამაგრებენ.

„ამაღელვებელია, როდესაც ხევსურეთში ხედავ მომავალი თაობის მუხტს, შემართებას.  ამ ახალგაზრდებს აქვთ ინტერესი მეცხოველეობით და მეფუტკრეობით დაკავდნენ. მათი სურვილის გათვალისწინებით, საჩუქრად სკები ჩამოვიტანეთ. ვეცდებით, ასეთი ადამიანების გვერდით ვიყოთ და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. ჩვენი მთიანეთის მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მინდა მივულოცო და წარმატებები და ბედნიერება ვუსურვო“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 „ბარისახოელ ბავშვებს და მათ პედაგოგებს დამდეგი ახალი წელი მივულოცეთ, ჩვენი ახალგაზრდების ინტერესების შესახებ მოვისმინეთ, მაღალმთიან სოფლებში ახალგაზრდების დამკვიდრების და მათი შესაძლებლობების რეალიზაციის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. ასეთი ვიზიტები მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა თაობისთვის სტიმულის მიმცემია“, - აღნიშნა შალვა კერესელიძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics