2018-12-27 16:34:09, 1561 ნახვა
საზოგადოება
მეუფე პეტრე - პატრიარქმა „ციანიდის საქმის“ განხილვაზე თავი შეიკავა
წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქმა „ციანიდის საქმის“ განხილვაზე თავი შეიკავა, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ, ჟურნალისტებს წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მეუფე პეტრემ პატრიარქის ამ პოზიციას არასწორი და არაჯეროვანი უწოდა.
„სამწუხაროდ, ციანიდთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქმა თავი შეიკავა ამ საკითხის განსახილველად და ძალიან გულდასაწყვეტია. მიმაჩნია, რომ არასწორი და არაჯეროვანია მსგავსი პოზიცია“, - აღნიშნა მეუფე პეტრემ.
ავტორი: ,