07:47 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-27 16:13:26, 941 ნახვა

საზოგადოება
სს „ქართული ლუდის კომპანია“ „ქართული ბრენდის დღე 2018“-ის ლიდერის ნომინაციის გამარჯვებულია

სს „ქართული ლუდის კომპანიის“ კიდევ ერთი აღიარება, კომპანია „ქართული ბრენდის დღე 2018”-ის გამარჯვებულია.

„ქართული ბრენდის დღე 2018”-ის დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც 26 დეკემბერს გაიმართა, „ქართული ლუდის კომპანია“ ლიდერის ნომინაციაში გახდა გამარჯვებული.

სს "ქართული ლუდის კომპანიის" ბრენდ მენეჯერი მიხეილ ქურდაძე ამბობს, რომ აღნიშნულ ნომინაციაში კომპანიის გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ კომპანია ბაზარზე ლიდერობას წლებია ინარჩუნებს და არსებულ მიღწევებს დრო და დრო კიდევ უფრო აუმჯობესებს.

„სს „ქართული ლუდის კომპანია“ „ქართული ბრენდის დღე 2018”-ის ლიდერის ნომინაციის გამარჯვებულია. მსგავსი აღიარება და დაჯილდოებები ქართული ბიზნესისათვის უმნიშვნელოვანესია. ეს არის კიდევ დამატებითი მოტივაცია, რომ შენი საქმე კარგად აკეთო, მომხმარებელი გაახარო და მისი კმაყოფილების კოეფიციენტი აამაღლო. კარგია როდესაც ბიზნესი ხედავს, რომ მას ენდობიან და აღიარებენ. სს „ქართული ლუდის კომპანია“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან პოზიციონირებს და ამ ხსნის განმავლობაში არაერთი აღიარება მოუპოვებია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არსებულ მიღწევებს უნდა დასჯერდე. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ მომხმარებელს მუდმივათ  შევთავაზოთ სიახლეები “, აცხადებს სს "ქართული ლუდის კომპანიის" ბრენდ მენეჯერი მიხეილ ქურდაძე.

„ქართული ბრენდის დღე” საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილის" წარმატებული პროექტია. „ქართული ბრენდის დღის" მიზანია ხელი შეუწყოს ქართული ბრენდის პოპულარიზაციას საქართველოსა და მსოფლიო ბაზარზე. გამარჯვებულები ტრადიციულად 5 ნომინაციაში ვლინდებიან, ესენია:

• ლიდერი                           

• რეპუტაცია და ნდობა

• წარმატებული ახალი ქართული ბრენდი

• ბრენდ პერსონა

• წარმატებული ტელეპროექტი

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების არსებობის განმავლობაში 500-ზე მეტი ქართული ბრენდი დაჯილდოვდა. 2003 წლიდან დღემდე “ქართული ბრენდის დღე” წარმოაჩენს და სტიმულს აძლევს ქართულ ბრენდებს, მათი განვითარების ყველა ეტაპზე. 

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics