|
2018-12-26 19:52:59, 1294 ნახვა
საზოგადოება
NCDC - „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელის განცხადება კვლავ პოლიტიკურად მოტივირებული ინსინუაციების შემცველია
„ქალბატონ ანა პოპოვას განცხადება, რომელიც ეხება საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსული სკოლის მოსწავლეების დაავადების ფაქტს, არაპროფესიული და კვლავ პოლიტიკურად მოტივირებული ინსინუაციების შემცველია“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც ცენტრში აცხადებენ, სანკ-პეტერბურგიდან ა.წ. 11-26 ივლისის დღეებში საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოსულ 31 ადამიანისაგან შემდგარ ჯგუფში, რომლებიც თითო კვირით იმყოფებოდნენ მესტიასა და ურეკში, გამოვლინდა მწვავე ნაწლავური ინფექციით დაავადებული 6 პირი. მათი დაავადება გამოიწვია მედიცინაში ათეულობით წლების განმავლობაში კარგად ცნობილმა ტოქსინწარმომქმნელმა ნაწლავის ჩხირმა, რომელსაც ეწოდება ენტეროჰემორაგიული ეშერიხია და ახასიათებს გართულები თირკმელების უკმარისობის სახით. „აღნიშნული განცხადების გაკეთების საფუძველს გვაძლევს საქართველოში ჩატარებული სხვადასხვა სახის ლაბორატორიული კვლევების შედეგები, რომლის მიხედვითაც 6 დაავადებულიდან 5 პირის ფეკალურ სინჯებში დადასტურდა ზემოთაღნიშნული ბაქტერიის სპეციფიკური გენეტიკური მარკერის (stx2 - შიგატოქსინი 2) არსებობა. ერთი დაავადებული განისაზღვრა როგორც დაავადებაზე საეჭვო. შემდგომი კვლევებით დამატებით გამოვლენილ იქნა შიგატოქსინ მაპროდუცირებელი ნაწლავის ჩხირის მტარებელი პირი (პედაგოგი), რომელსაც არ აღენიშნებოდა დაავადების კლინიკური ნიშნები. 6 დაავადებულიდან 3 პაციენტში განვითარდა თირკმელების უკმარისობა, ჰემოლიზურ-ურემიული სიდრომით (HUS) სახით. მესტიაში პირველი დაავადებულების (სისხლიანი დიარეით) მიმართვიდან მეორე დღესვე, დიაგნოსტიკაში ჩაერთო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ქუთაისის და ლუგარის ლაბორატორიები და პოლიმერაზულ ჯაჭვური რეაქციის მეთოდით დადგინდა შიგატოქსინმაპროდუცირებელი E. coli (ნაწლავის ჩხირი) და ავადმყოფები ოპერატიულად გადმოყვანილ იყვნენ თბილისში. ჯგუფის დანარჩენ წევრებზე, რომლებიც გაემგზავრნენ ურეკში, დამყარდა ეპიდემიოლოგიური მეთვალყურეობა, ყველა მათგანს ჩაუტარდა სათანადო გამოკვლევები და სწორედ ამ გამოკვლევებით გამოვლინდა უსიმპტომო ინფიცირებული პედაგოგი. თირკმელებზე გართულების მქონე ბავშვები მკურნალობდნენ იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში, სადაც ჩატარებული ადექვატური მკურნალობის შედეგად, სამივე ბავშვი ჰუს-ის სინდრომით გაეწერა კლინიკიდან და ჯგუფთან ერთად ავიარეისით დაბრუნდნენ სანკ-პეტერბურგში. რუსეთის ინტერესების გამომხატველი დიპლომატების მიერ, გამოხატული იყო მადლიერება ქართველი ექიმების მიმართ, ჩატარებული მაღალპროფესიული დახმარების და ბავშვებზე ზრუნვის გამო. ქართველ ექიმებს მუდმივი კონტაქტი ქონდათ ბავშვების მშობლებთან და ექიმებთან გამგზავრების შემდეგაც. რუსულ მხარეს, სექტემბრის შუა რიცხვებში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს დახმარებით მიეწოდა სრული ინფორმაცია ჩატარებული კვლევების და მკურნალობის შესახებ. თვით პოპოვა, როგორც თავის გამოსვლაში აღნიშნავს, გერმანიაში მსგავსი დაავადების გავრცელებისას, სამწუხაროდ ადგილი ქონდა გარდაცვალების შემთხვევებსაც. რომ არა ქართველი ექიმების დროული, მაღალპროფესიული და თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩატარებული დიაგნოსტიკა (მათ შორის ლუგარის ლაბორატორიაში) და მკურნალობა, ამ მძიმე დაავადების გართულების გამოსავალი შესაძლოა ფატალურიც ყოფილიყო“, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებაში. შეგახსენებთ, გუშინ „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა ანა პოპოვამ განაცხადა, რომ ზაფხულში საქართველოში ჩამოსულ რუს ტურისტებს, მათ შორის ბავშვებს მწვავე ნაწლავური ინფექცია აღმოაჩნდათ. მისივე თქმით, რუსი ექიმები არ გამორიცხავენ, რომ მომხდარს შესაძლოა, ხელოვნურად შეცვლილი ბაქტერიის გავრცელებასთან ჰქონდეს კავშირი.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)