|
2018-12-26 12:27:26, 947 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ავტობუსის ზოლები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვისაა განკუთვნილი
თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლებში კერძო ავტომანქანების გადაადგილებისა და ველობილიკებზე პარკირების შემთხვევებზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვს. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მერიის პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ველოსიპედებით გადაადგილების წახალისებაა, სწორედ ამიტომ, ყველა განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტში ე.წ. ბასლეინები და ველობილიკებია გათვალისწინებულია. „2019 წელს სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებისას მაქსიმალურად ვითვალისწინებთ ჩვენი უცხოელი ექსპერტების რჩევებს, მინიშნებებს, თუ რა უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა განხორციელდეს პროექტები, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა იყოს კომფორტული, სწრაფი და თავისუფალი. შემთხვევითი არ არის, რომ ავტობუსებისთვის განკუთვნილი გვაქვს სპეციალური ზოლები, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს ყველაზე კომფორტული. ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში, ჩვენ შევეცდებით, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ისარგებლოს კიდევ უფრო მეტი უპირატესობით და შევზღუდოთ კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოხმარება. პრობლემა ისაა, რომ გახშირდა შემთხვევები, როდესაც ავტობუსის ზოლზე მოძრაობენ ავტომანქანები, რაც დარღვევაა. მინდა, ვთხოვო ირაკლი ხმალაძეს, მჭიდრო კომუნიკაცია გქონდეთ საპატრულო პოლიციასთან, მათი მხრიდან არის სრული მზაობა. საუბარი მქონდა მინისტრ გიორგი გახარიასთან და მაქსიმალური მხარდაჭერა გვაქვს. თუ საჭიროა, აუცილებლად დავაყენოთ კამერები, რომ დამრღვევები დაჯარიმდნენ. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს ზოლები განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, რათა ადამიანებმა გადაადგილება შეძლონ სწრაფად და კომფორულად“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დარღვევაა ასევე ველობილიკებზე ავტომანქანების გაჩერება ან ასეთ შემთხვევებზე რეაგირება ასევე უნდა გამკაცრდეს. „იგივე დამოკიდებულება მაქვს ველობილიკებთან დაკავშირებით. ეს ხომ ჩვენი ახირება არ არის. ჩვენ მივდივართ და ყველაფერს ვაკეთებთ საერთაშორისო სტანდარტებით, როგორც ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებშია და ახლის გამოგონებას არ ვაპირებთ. გვინდა, ხელი შევუწყოთ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს. ველობილიკები იმისთვის კეთდება, რომ რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა იყოს ფეხით გადაადგილების, ველოსიპედით სარგებლობის. ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომლის რეაბილიტაციასაც ვახორციელებთ, გვექნება ის მიდგომები, რაც კოსტავა-შარტავას კონკრეტული მონაკვეთის რეაბილიტაციისას გვქონდა. ჩემი თხოვნა იქნება, ჩართეთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაც, რომელიც პარკირების მონიტორინგს ახორცხიელებს და ამ მიმართულებით რეგულაციები გავამკაცროთ. თუ გასაზრდელია ჯარიმები, მივიღოთ გადაწყვეტილება, პარლამენტი მზადაა, თუ კანონში გვინდა ცვლილებების შეტანა. ქალაქში უნდა იყოს წესრიგი. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ფეხით მოსიარულეებისთვის შესაძლებელი იყოს თავისუფალი გადაადგილება, ასევე, ველობილიკების მიზანია, ხელი შევუწყოთ ამ მიმართულების განვითარებას“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, მსგავსი პრობლემაა ტაქსის სადგომებთან დაკავშირებითაც. კერძოდ, რეგისტრირებული ტაქსისთვის ქალაქში პირველად გამოიყო სპეციალური ადგილები, თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც ამ ადგილებზე გაჩერებულია სხვა კერძო სატრანსპორტო საშუალებები, რაც ასევე დარღვევაა. „ესეც დასარეგულირებებლია. როდესაც რაღაც გადაწყვეტილებას ვიღებთ, ის თუ არ აღვასრულეთ, იმ რეფორმას ფასი საერთოდ დაკარგული აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)