|
2018-12-25 18:31:59, 915 ნახვა
საზოგადოება
კანონში შესატან ცვლილებას, რომელიც სკოლებში დედა ენის შესწავლას შეუწყობს ხელს, მხარი დაუჭირეს
კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას და მარიამ ჯაშის საკანონმდებლო ინიციატივას - კანონპროექტს „ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", რომელმაც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში იაკობ გოგებაშვილის მეთოდზე დაფუძნებული დედა ენის შეტანას უნდა შეუწყოს ხელი. კანონპროექტი ზაზა გაბუნიამ ზოგადი პრინციპების დონეზე წარადგინა და აღნიშნა, რომ მოქმედ კანონს ემატება ორი ქვეპუნქტი, რომლის საფუძველზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს ექსპერტთა კომისიის შექმნას. კომისია თავის მხრივ მოამზადებს ეროვნული ან საერთაშორისო კატეგორიის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მეთოდის საფუძველზე შექმნილ სახელმძღვანელოს და წარადგენს გრიფირებისთვის. „დღეს დედა ენის სახელით სარგებლობენ ისეთი წიგნები, რომლებიც არ არის დაფუძნებული იაკობ გოგებაშვილის მეთოდზე. ამ ცვლილების მიხედვით კი, სამინისტრო შექმნის კომისიას იმისთვის, რომ მომზადდეს იაკობ გოგებაშვილის მეთოდით შექმნილი დედა ენა და ის შევიდეს სკოლებში. ეს არის ცვლილების მიზანი. მოგეხსენებათ, დედა ენას აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. საერთაშორისო კონვენცია კი ამ ძეგლების შესახებ ამბობს, რომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა ნიშნავს ზომების მიღებას იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანობა, მათ შორის, ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში ჩართვა და აგრეთვე მემკვიდრეობის სხვადასხვა ასპექტების აღორძინება", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ. მისი თქმით, ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში აუცილებელი ხდება ექსპერტთა კომისიის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ან საერთაშორისო კატეგორიის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მეთოდის საფუძველზე შექმნილი სახელმძღვანელოს მომზადებას და გრიფირებაზე წარდგენას. ამ სამუშაოების გასაწევად კი კომისიას ერთჯერადად სჭირდება ხარჯი 12 ათასი ლარის ოდენობით, რათა მომზადდეს 2019 წლის ახალი სასწავლო წლისთვის დედა ენა სკოლებში შესატანად. კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე". მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა ზოგადი პრინციპების დონეზე კანონმდებლებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა გააცნო. მისი ინფორმაციით, პროექტის მიზანია აუდიტორების რეესტრში რეგისტრაციის გამარტივება იმ პირებისათვის, რომლებიც კანონის ამოქმედებამდე (25.06.2016) არანაკლებ 7 წლის განმავლობაში ასრულებდნენ გარიგების პარტნიორის უფლებამოსილებას და ამავე კანონის ამოქმედების შემდეგ ვერ ითვლებიან სერტიფიცირებულ ბუღალტრებად. კომიტეტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა. კომიტეტმა კანონპროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" მეორე მოსმენით განიხილა. საკითხი ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა გამოიტანა. კიდევ ერთხელ აღინიშნა კანონპროექტის მიღების განმაპირობებელი გარემოებები - საქმე ისაა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრზე, ხოლო ეროვნული ბანკის აპარატზე აღნიშნული კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავდროულად გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გარანტიები განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით, რომლის თანახმად, ეროვნული ბანკი თავისი მოვალეობების შესრულებისას სარგებლობს ავტონომიური (დამოუკიდებელი) რეგლამენტირების უფლებით. წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია შეიქმნას სამართლებრივი საფუძველი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკს მისცემს შესაძლებლობას „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონისაგან განსხვავებულად დაარეგულიროს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული რიგი საკითხები. განხილვისას წარმოდგენილ პროექტთან მიმართებაში კომიტეტის წევრების მხრიდან მთელი რიგი შენიშვნები გამოითქვა, რომელთა გათვალისწინებითაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს. კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და მისი თანმდევი კანონპროექტები, რომლებიც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ წარადგინა. ეს საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს - ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ჩამოყალიბებას. მთავრობის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოების მაკოორდინირებელ ორგანოდ აქამდე კანონით განსაზღვრული იყო საქართველოს მთავრობასთან ერთად, ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, ახლად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების დღიდან იქნა გაუქმებული. მისივე თქმით, შესაბამისად, ერთადერთ მაკოორდინირებელ ორგანოდ ამავე კანონის თანახმად, განსაზღვრულია საქართველოს მთავრობა, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოების კოორდინაციის კუთხით ნამდვილად სჭირდება მსგავსი სათათბირო ორგანო. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იქნება პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო, რომლის ძირითადი ფუნქციები იქნება განსაზღვრულ შემდეგნაირად: პოლიტიკურ, სამხედრო, სოციალურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროებში რისკების და საფრთხეების შეფასების საფუძველზე ის მოამზადებს რეკომენდაციებს, ასევე ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე ზემოქმედების ჭრილში შეისწავლის და გაანალიზებს საერთაშორისო კონფლიქტების ზონაში არსებულ მდგომარეობას და რაც ყველაზე მთავარია, ის კოორდინაციას გაუწევს ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებას, ესენია: ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია და უსაფრთხოების სფეროში სხვა ეროვნული სტრატეგიები. ნათია მიქელაძის თქმით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმოქმედი შემადგენლობა განსაზღვრულია 8 წევრით, საბჭოს ეყოლება ცალკე, დამოუკიდებელი აპარატი. კომიტეტმა წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს მხარდაჭერა გამოუცხადა. კომიტეტის წევრებმა ამავე სხდომაზე პირველი მოსმენით იმსჯელეს პარლამენტის წევრების ირაკლი მეზურნიშვილის და ოთარ დანელიას საკანონმდებლო ინიციატივაზეც - კანონპროექტზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ", რომელიც ირაკლი მეზურნიშვილმა წარადგინა. კანონპროექტი სესხის გამცემი სუბიექტების ინტერესების გათვალისწინებას ისახავს მიზნად და მათთვის, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ვალდებულებასთან დაკავშირებით საშეღავათო პერიოდის დაწესებას ითვალისწინებს. კომიტეტმა ასევე განიხილა და მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით საგადასახადო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დანერგვის შესახებ" მრავალმხრივ კონვენციას, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა წარადგინა.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)