2018-12-25 16:19:01, 1138 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორე: თქვენი სიყვარულის გარეშე, ამ ჯვარს ბოლომდე ვერ ვატარებდი
სვეტიცხოვლის ტაძარში პატრიარქის აღსაყდრებისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა-ლოცვა ილია მეორის ქადაგებით დასრულდა.
პატრიარქმა იმავე ამბიონიდან იქადაგა, საიდანაც 41 წლის წინ მრევლს პირველად ეკლესიის საჭეთმპყრობლის სტატუსით მიმართა.
„მე მუდამ ვგრძნობდი თქვენს დახმარებას და ღვთის ლოცვა კურთხევას. ჩვენი ერი მოსიყვარულე ერია. თქვენი სიყვარული, რომ არ ყოფილიყო, მე ვერ შევძლებდი ბოლომდე მომეტანა ეს ჯვარი. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ. დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს. დიდება ყოვლად წმინდა სამებას, მამასა, ძესა და სულსა წმინდასა. ჩვენთან არს ღმერთი“, - აღნიშნა ილია მეორემ.
ავტორი: ,