|
2018-12-24 16:00:36, 992 ნახვა
საზოგადოება
ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით და „საქართველოს ბანკის“ პარტნიორობით წლის საუკეთესო სპორტსმენები დასახელდნენ
„საქართველოს ბანკის“გენერალური პარტნიორობითა და ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით 2018 წლის საუკეთესო სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენები დასახელდნენ. ნომინაციების მიხედვით გამოვლინდნენ: წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი, წლის საუკეთესო სპორტსმენი ზამთრის სპორტში, წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი, წლის საუკეთესო მწვრთნელი, ოლიმპიური მოძრაობის საუკეთესო მედია მხარდამჭერი, წლის საუკეთესო რეგიონალური ორგანიზაცია, ოლიმპიური სპორტის საუკეთესო პარტნიორი. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის გადაწყვეტილებით,სესიის დელეგატებმა კენჭისყრით გამოავლინეს მთავარ ნომინაციაში გამარჯვებული - 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი- ლაშა ტალახაძე. ნომინაციაში ასევე წარდგენილნი იყვნენ: გენო პეტრიაშვილი, გურამ თუშიშვილი, ნიკოლოზ ბასილაშვილი. 2018 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს ამ ნომინაციისთვის საგანგებოდ დამზადებული პრიზი - ,,ოლიმპიური ალი“ გადასცა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. საქართველოს ბანკმა, როგორც საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა პარტნიორმა 2018 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს- ლაშა ტალახაძეს და ასევე, მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანს გიორგი ჩხიკვაძეს ფულადი ჯილდოები გადასცა. „მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლობა წარმატებით ხორციელდება. ჩვენი პარტნიორობის მიზანს წარმოადგენს სპორტის ხელშეწყობა, ქართველი ოლიმპიური სპორტსმენების შესახებ მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლება, ოლიმპიური თამაშების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება, რადგან თითოეული სპორტსმენისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის და საქართველოს სახელით სპორტულ ასპარეზზე ღირსეულად წარსადგენად, მნიშვნელოვანია სწორედ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა და მოსახლეობის ქომაგობა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სპორტსმენებს სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ქვეყნისთვის არაერთი ჯილდოს მოპოვებისთვის. ვულოცავ წლის საუკეთესო სპორტსმენებად დასახელებულებს, ოლიმპიური ჯილდოს მფლობელებს და ვუსურვებ კიდევ უფრო დიდ წარმატებას!“,-განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ. ღონისძიების ფარგლებში ასევე დაჯილდოვდნენ ოლიმპიური ჩემპიონები, მათ გადაეცათ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენები. ორდენების გადაცემის საპატიო მისია შეასრულა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლერი ხაბელოვი. ინფორმაციისთვის: საქართველოს ბანკი ოლიმპიურ კომიტეტს გენერალურ პარტნიორობას 2018 წლის 30 იანვრიდან უწევს. საქართველოს ბანკი აგრძელებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერას 2020 წლამდე განსახორციელებელ ყველა აქტივობაში და ქართველი სპორტსმენების ხელშეწყობას. საქართველოს ბანკისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენს ქართველი ოლიმპიური სპორტსმენების შესახებ მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლება, ოლიმპიური თამაშების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება, რადგან თითოეული სპორტსმენისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის - მნიშვნელოვანია სწორედ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა და მოსახლეობის ქომაგობა.
(R)
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)