06:02 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-24 14:31:41, 837 ნახვა

საზოგადოება
თიბისი ჯგუფი უძრავი ქონების ციფრული ეკოსისტემის განვითარებას იწყებს

თიბისი ჯგუფი და Allproperty.ge საქართველოში უძრავი ქონების ციფრული ეკოსისტემის განვითარებას იწყებენ. ამისთვის, თიბისი ჯგუფი უძრავი ქონების პლატფორმის Allproperty.ge-ს 90%-იან წილს ყიდულობს. მხარეებს შორის ხელშეკრულებას დღეს მოეწერა ხელი.

უახლოეს მომავალში ციფრულ პლატფორმას Allproperty.ge ბევრი ახალი ფუნქციონალი დაემატება, რაც მომხმარებლებს გაუმარტივებს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. პლატფორმა ღია იქნება როგორც ბინის გაყიდვის მსურველი ფიზიკური პირებისთვის, ისე დეველოპერებისთვის. Allproperty.ge-ზე განთავსდება გადამოწმებული და სანდო ინფორმაცია უძრავი ქონების შესახებ. უძრავი ქონების ყიდვით დაინტერესებული პირი, დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად შეძლებს შემდეგი სერვისების მიღებას:

·         უძრავი ქონების მოძებნა;

·         შედარება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით;

·         შეფასება;

·         დაფინანსების მიღება;

·         უძრავი ქონების გადაფორმება;

·         რემონტის დაგეგმვა;

·         ავეჯის შეძენა.

თუმცა, ეს არ არის მომსახურების სრული ჩამონათვალი. ციფრული პლატფორმა მიზნად ისახავს ყველა იმ სერვისისა თუ ფუნქციონალის განვითარებას, რაც უძრავი ქონების ყიდვით დაინტერესებულ პირს შესაძლოა დასჭირდეს, ბინის ყიდვიდან საცხოვრებლად გადასვლამდე.

თიბისისა და Allproperty.ge-ს შორის თანამშრომლობა მხარეებს შორის ანალიტიკური ინფორმაციის გაცვლას უზრუნველყოფს, რაც კომპანიებს მომხმარებლების სურვილებისა და საჭიროებების უკეთ გაგებასა და მათზე მორგებული შეთავაზებების გაკეთებაში დაეხმარება.

Allproperty.ge-ის განვითარება თიბისი ჯგუფის იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ციფრული ეკოსისტემების შექმნას გულისხმობს და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics