2018-12-24 12:37:03, 1677 ნახვა
საზოგადოება
გია ყანჩელი საავადმყოფოში გადაიყვანეს
მუსიკოს ჯულიან მილკისის ინფორმაციით, კომპოზიტორი გია ყანჩელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამის შესახებ მუსიკომა საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა და ყანჩელის ფოტო გამოაქვეყნა.
„ყველა ადამიანს მოვუწოდებ, მთელი გულით ილოცონ გია ყანჩელისთვის. ის საავადმყოფოში იმყოფება და სიცოცხლისთვის იბრძვის. თუ ყველა ერთად ვილოცებთ, გავგზავნით სიყვარულს, ენერგიას და უბრალდ კარგ სურვილებს... ვინ იცის რა მოხდება“, - წერს მილკისი.
გია ყანჩელი ცნობილი ქართველი კომპოზიტორი და სახალხო არტისტია. მას აქვს დაწერილი მუსიკა ისეთი ცნობილი ქართული ფილმებისთვის, როგორებიცაა: „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „მიმინო“, „შერეკილები“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „როცა აყვავდა ნუში“ და სხვა
ავტორი: ,