06:02 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-22 12:12:31, 1146 ნახვა

საზოგადოება
ოლიმპიურმა კომიტეტმა 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დაასახელა

თბილისის „ივენთ ჰოლში“ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია გაიმართა.

კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა 2018 წლის საქმიანობა შეაჯამა. სესიის ბოლოს დელეგატებმა კენჭისყრით გამოავლინეს წლის საუკეთესო სპორტსმენი - ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე. ქართველმა ძალოსანმა ნოემბერში გამართულ მსოფლიო პირველობაზე 7 მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ტალახაძეს ამ ნომინაციისთვის დამზადებული სპეციალური პრიზი - „ოლიმპიური ალი“ ლერი ხაბელოვმა გადასცა.

საუკეთესო სპორტსმენის ნომინაციაზე 4 სპორტსმენი იყო წარდგენილი: ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი (მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი), გურამ თუშიშვილი (მსოფლიოს ჩემპიონი) და ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩინეთისა და გერმანიის ღია პირველობის გამარჯვებული, ATP-ის რეიტინგში მსოფლიოს 21-ე ჩოგანი).

მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გიორგი ჩხიკვაძე 10 000 ლარით დააჯილდოვა ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა სპონსორმა „საქართველოს ბანკმა“. ლაშა ტალახაძემ კი კომპანიისგან 4 000 000 PLUS ქულა მიიღო.

2018 წლის საუკეთესო სპორტული წლის შედეგების გათვალისწინებით საუკეთესოები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:

წლის სპორტსმენი - ლაშა ტალახაძე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ძალოსნობა

წლის ახალგაზრდა სპორტსმენი - გიორგი ჩხიკვაძე, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პირველი ქართველი ჩემპიონი (ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა)

წლის ახალგაზრდა სპორტსმენი - გიორგი ჩხიკვაძე, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პირველი ქართველი ჩემპიონი (ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა)

წლის სპორტსმენი ზამთრის სპორტის სახეობაში - მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი (ფიგურული სრიალი)

წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი - ნუგზარ წურწუმია, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

წლის მწვრთნელი - ნუგზარ სხირელი, თავისუფალი ჭიდაობა

წლის რეგიონალური ორგანიზაცია - სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია

წლის სპორტსმენი ქალი - ანასტასია გოტფრიდი, ევროპის ჩემპიონი, ძალოსნობა





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics