|
2018-12-21 14:44:27, 938 ნახვა
საზოგადოება
2019 წელს „ვენდი“ და „დანკინი“ 35 რესტორნით ხვდება
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის ისტორიულ ცენტრში, ლესელიძის ქუჩის დასაწყისში, 54 ნომერში, ლეგენდარული ამერიკული ბრენდის, „დანკინის“ კიდევ ერთი რესტორანი გახსნა. შესაბამისად, „ვისოლ ჯგუფo“ საქართველოში რესტორნების ყველაზე ფართო ქსელს ფლობს, რაც „ვენდისა“ და „დანკინის“ ბრენდის ქვეშ მომუშავე 35 რესტორანს აერთიანებს. „დანკინის“ გენერალური დირექტორის, გიორგი მშვილდაძის თქმით, „დანკინი“ უდაო ლიდერია საქართველოში ყავისა და ყავის პროდუქტების რესტორნების ინდუსტრიაში. ამასთან, როგორც მან განაცხადა, კომპანიის პოზიციები კიდევ უფრო გაძლიერდება რებრენდინგის შემდგომ, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. კერძოდ, მთელ მსოფლიოში „დანკინ დონატსის“ რესტორნები მომავალში „დანკინის“ ბრენდით იქნებიან წარმოდგენილები. „ახალი „დანკინის“ რესტორანი თავისი ერგონომიკით აბსოლუტურად განსხვავებულია „დანკინის“ ყველა სხვა რესტორნისგან. დანკინის ამ რესტორნის შექმნა „ლოფტის“ სტილში გადაწყდა და ის მართლაც უნიკალური გამოვიდა. როგორც ამას „ლოფტის“ სტილი ითვალისწინებს, ამ რესტორანში ყველაფერი მოსახერხებელი, პრაქტიკული და ეფექტურია. „ლოფტი“ ამერიკული წარმომავლობისაა. მას ფაბრიკული ნაგებობებიდან, საწყობებიდან, სახელოსნოებიდან დაედო სათავე. ჩვენმა დიზაინერებმა თბილისის ამ ძველ უბანში საგანგებოდ გაასუფთავეს კედლები აგურის ფენამდე, რაც ვიზუალურად კვეთს სივრცეს და რესტორნის მოსაწყობად უმთავრესად ნატურალური მასალები გამოიყენეს. “დანკინის” ამ რესტორანში ნახატებიც განსაკუთრებულია და ისინი „დანკინის“ თემატიკაზეა სპეციალურად შექმნილი. რაც ყველაზე მთავარია, ძალზედ სასიხარულოა, რომ პირველი წუთებიდანვე ამ რესტორანმა მიიპყრო როგორც ქართველი ასევე უცხოური ტურისტების ყურადღება. რესტორანში სრულიად ოჯახური გარემოა შექმნილი“, - განაცხადა გიორგი მშვილდაძემ. გამორჩეული ხარისხის იტალიურ ესპრესოზე დამზადებული 20-ზე მეტი სახეობის ცივი და ცხელი ყავის მოყვარულთათვის „დანკინი“ შეუცვლელი თავშეყრის ადგილი გახდა. ყავის პროდუქტების გარდა, „დანკინის“ რესტორნებში წარმოდგენილია 20-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის სენდვიჩი, ქართული საცხობის პროდუქტები, საუზმე გრანოლათი და სხვა. კომპანიის ბრუნვის 25% კი ყოველდღიურად ახალ, მრავალფეროვან დონატებსა და ფრანგულ ფუნთუშეულზე მოდის, რომლებიც თბილისში არსებულ დონატების ქარხანაში იწარმოება და დღეში ორჯერ მიეწოდება „დანკინის“ რესტორნებს. „ვენდის“ რესტორნებისთვის კი „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში 2017 წლიდან პური, საქონლისა და ფრინველის ხორცი საქართველოში მზადდება.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)