04:57 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-20 12:20:44, 986 ნახვა

საზოგადოება
უმრავლესობის წევრი მოსამართლეს თხოვნით მიმართავს, დავით კირკიტაძეს პატიმრობა არ შეუფარდოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი მოსამართლეს თხოვნით მიმართავს, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, დავით კირკიტაძეს პატიმრობა არ შეუფარდოს.

ამასთან, როგორც ოქრიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, კირკიტაძემ კპასუხი უნდა აგოს საკუთარ მოქმედებებზე. 

“მსურს, გამოვეხმაურო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირტიკაძის საქმეს, რომელიც ამ წუთებშიც გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს. უდავოა, რომ მისი ქმედებები პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სამართლებრივად უნდა შეფასდეს. მან პასუხი უნდა აგოს თითოეულ იმ მოქმედებაზე, რაც მთელმა საზოგადოებამ იხილა. ამასთანავე, ჩვენს საზოგადოებას კარგად ახსოვს უახლოეს წარსულში მომხდარი მსგავსი შემთხვევები - სახელმწიფო მოხელეებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტები, ძალადობრივი ხასიათის დანაშაულები და სხვა გადაცდომები, რომელთა გამოც სასამართლომ ამ პირებს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა არა პატიმრობა, არამედ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება. სწორედ სამართლიანი სასამართლოს პრინციპებიდან გამომდინარე, რათა არავის გაუჩნდეს ეჭვი, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი მოქმედებს, დავით კირკიტაძის მიმართაც შესაძლებელია არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება. ამიტომ ვთხოვ დავით კირკიტაძის საქმის განმხილველ მოსამართლეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, მას შეუფარდოს არასაპატიმრო სასჯელის რომელიმე ფორმა - გირაო, ან შინაპატიმრობა, თუ ეს შესაძლებელია“, - ნათქვამია კახა ოქრიაშვილის განაცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics