|
2018-12-19 17:17:18, 1220 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ მახარობლიშვილმა განმარტა, რა შემთხვევაში მოხდება საფრანგეთში დასაქმების შესაძლებლობის გამოყენება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის მთავრობას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ" ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირების შესახებ მედიასთან ისაუბრა. როგორც მახარობლიშვილმა განმარტა, ხელშეკრულების თანახმად, საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ აიმაღლონ პროფესიული კვალიფიკაცია საფრანგეთში ან საქართველოში და შემდგომ თავიანთ ქვეყნებს დაუბრუნდნენ. „ძალიან სასიხარულოა, რომ ხელშეკრულება რატიფიცირებულ იქნა საფრანგეთის პარლმენტის მიერ და სულ ახლახან მას ხელი მოაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ხელშეკრულების თანახმად, საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ იმუშაონ, აიმაღლონ პროფესიული კვალიფიკაცია საფრანგეთში ან საქართველოში და შემდგომ დაუბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებს. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ხელშეკრულების გაფორმება არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქე გაემგზავროს საფრანგეთში სამუშაოს საძიებლად. ეს შეეხება მხოლოდ კვალიფიციურ სპეციალისტებს და იმ კონკრეტულ პროფესიებს, რომელთა იდენტიფიცირება მოხდება“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, პროფესიონალი ექსპერტების გაცვლა მოხდება მხოლოდ იმის შემდეგ რაც შეირჩევიან ისეთი პროფესიონალები, რომლებიც აკმაყოფილებენ გარკვეულ მოთხოვნებს. ვახტანგ მახარობლიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა შემდგომი ტექნიკური სამუშაოების განხორციელებაში საერთაშორისო მიგრაციის ორგანიზაციის ჩართულობის მნიშვნელობას. "საქართველო დიდი ხანია მუშაობს ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოებთან, მათ შორის მინდა აღვნიშნო ისეთი წარმატებული მაგალითები როგორიცაა პოლონეთი და ესტონეთი, სადაც საქართველოს მოქალაქეები გარკვეული პერიოდით იმყოფებიან და მუშაობენ. ამ სამუშაოს დასრულების შემდეგ ისინი დაბრუნდებიან საქართველოში და ამ ამაღლებულ კვალიფიკაციას მოახმარენ ქვეყანას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს საფრანგეთში დასაქმების მიზნით დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემას საქართველოს მოქალაქეებზე, მათ შორის ახალგაზრდა სპეციალისტებზე, ასევე საფრანგეთის უმაღლესი სასწავლებლის (მათ შორის ფილიალის) კურსდამთავრებულ სტუდენტებზე, რომლებსაც სურთ საფრანგეთში პროფესიული გამოცდილების მიღება, შემდგომში საქართველოში დაბრუნების პერსპექტივით. (შეთანხმება ითვალისწინებს როგორც საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას საფრანგეთში, ისე პირიქით, საფრანგეთის მოქალაქეების დასაქმება საქართველოში). ხელშეკრულება არეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორიც არის ბინადრობის მოწმობის ვადები, სამუშაო ადგილის კვოტები, (შეთანხმებით წელიწადში, ახალგაზრდა სპეციალისტებზე გამოყოფილია 150 კვოტა, როგორც საფრანგეთის, ისე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ხოლო ყველა სხვა კატეგორიაზე - 500 კვოტა ჯამში) .
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)