2018-12-16 15:55:26, 1245 ნახვა
საზოგადოება
ახალი კონსტიტუციით, ქორწინება განისაზღვრა როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით
საქართველოს ახალი კონსტიტუციით, რომელიც ქვეყნის მე-5 პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან შევიდა ძალაში, ქორწინების სამოქალაქო-სამართლებრივი დეფინიცია დაკონკრეტდა.
კერძოდ, 30-ე მუხლს დაემატა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, ქორწინება განისაზრა როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით.
"ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას", - ნათქვამია კონსტიტუციაში.
ავტორი: ,