03:07 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-15 19:29:14, 1225 ნახვა

საზოგადოება
ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ცოტა ხნის წინ საქართველოს ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი იაროსლავ კუბერა ეწვია.

ჩეხ სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია დახვდა, რა დროსაც გაიმართა მათი ხანმოკლე საუბარი.მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა იაროსლავ კუბერას  ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოსვლისთვის. სამინისტროს ცნობით, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად.

ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი თელავში ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.

აღსანიშნავია, რომ ჩეხეთი საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდამჭერია, როგორც ქვეყნის ევროპული, ისე ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.  ჩეხეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

საყურადღებოა, რომ საქართველო-რუსეთის ომის 10 წლისთავზე ჩეხეთის საგარეო უწყებამ  გააკეთა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება, სადაც დაგმო რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ​





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics