03:07 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-15 10:54:34, 901 ნახვა

საზოგადოება
ბიზნესდაჯილდოება 2018-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

"თიბისი ბანკის ბიზნესდაჯილდოება 2018"-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე, დამოუკიდებელმა ჟიურიმ 18 ფინალისტიდან 6 გამარჯვებული ბიზნესი შემდეგ ნომინაციებში გამოავლინა: 

წლის ბიზნესი

„გროს ენერჯი გრუპი“ - კომპანიის ძირითადი საქმიანობა საინჟინრო-საკონსულტაციო მომსახურებაა, რაც ითვალისწინებს ნებისმიერი პროექტის დამუშავებას კონცეპტუალური ეტაპიდან ექსპლუატაციაში მიღებამდე. მომსახურება ითვალისწინებს როგორც ტექნიკურ, ასევე იურიდიულ მხარეს, 

წლის ქართული პროდუქტი

„გეფერინი“ - კომპანია, რომელმაც 2014 წელს, საქართველოში ჩანთების მასიური წარმოება დაიწყო, რასაც ეტაპობრივად საფულეების, ქამრების, აქსესუარებისა და ფეხსაცმელების წარმოებაც დაემატა. დღეს „გეფერინი“-ს პროდუქცია მსოფლიოს 9 ქვეყანაში გადის. 

წლის სტარტაპი

„თიერსი“ ეკოლოგიისათვის სასარგებლო, საბურავების გადამამუშავებელი კომპანიაა, რომლის მიზანია მწყობრიდან გამოსული უვარგისი საბურავი გადაამუშაოს და მისგან  ისეთი სასარგებლო პროდუქტი მიიღოს, როგორიცაა: კაუჩუკის გრანული და ფოლადის ბოჭკო. 

წლის ტურისტული ბიზნესი

„Ecotour Georgia“ ტურისტული კომპანიაა, რომლის საქმიანობაც  შემომყვანი ტურიზმია. კომპანიის მიმართულება  ფრინველებზე და ზოგადად ველურ ბუნებაზე დაკვირვების ტურიზმია (Birdwatching, wildlife watching tours). 

წლის ქალი მეწარმე

„სანტა“ - ალპურ ზონაში არსებული ყველის საწარმო სხვადასხვა სახეობის ყველს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, საკუთარი ნედლეულით, მაღალი სტანდარტების დაცვით ამზადებს.

ბიზნესი დადებითი გავლენისთვის

„ჯეო მულჩი“ - მულჩირება ნიადაგის მოშიშვლებული, დამუშავებული ზედაპირის ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი ტყე–მასალისგან დამზადებული მულჩით გადაფარვაა. „ჯეო მულჩი“ ამიერკავკასიის მასშტაბით ერთადერთი მულჩის მწარმოებელი კომპანიაა. პროდუქტს დადებითი გავლენა აქვს როგორც ადამიანების ჯანმრთელობაზე და ეკოლოგიურ გარემოზე, ასევე ქალაქის გარეგნულ იერსახეზე. 

წელს პირველად, ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულებისათვის სამი კატეგორიის ჯილდო იყო დაწესებული. გამარჯვებული კომპანიები საკუთარი ბიზნესსაჭიროებიდან გამომდინარე თავად აირჩევენ სამიდან ერთ-ერთს: ციფრულ სტრატეგიასა და ახალ ვებ-გვერდს, ბრენდ სტრატეგიასა და საიმიჯო კამპანიას, ან პროგრამულ უზრუნველყოფას. 

ბიზნესდაჯილდოება 2018-ის მიმდინარეობისას პროექტის მთავარი პარტნიორი ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის - EFSE იყო, დანარჩენი პარტნიორები კი: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი - EBRD, Impact Hub Tbilisi და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.

ბიზნესსფეროში ყველაზე მასშტაბური დაჯილდოება უკვე მესამე წელია ტარდება და საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერასა და ბიზნესსოციუმის განვითარებას ემსახურება, ასევე ბიზნესის კეთებას უწევს პოპულარიზაციას. ბიზნესდაჯილდოება 2018-ის ფარგლებში სხვადასხვა სფეროს 344-მა ბიზნესმა მიიღო მონაწილეობა. პლატფორმამ 3 წლის მანძილზე ჯამში 1600-მდე წევრი გააერთიანა, რომლებმაც საკუთარი წარმატების ისტორია მთელს საქართველოს გაუზიარეს. 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics