|
2018-12-14 16:21:02, 848 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროს ტყვიავისა და რუხის საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბები განახლდა
იუსტიციის სამინისტროს ორ საზოგადოებრივ ცენტრში (ტყვიავისა და რუხი) ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით სოფლიდან გაუსვლელად ახალგაზრდები ინგლისურ ენას შეისწავლიან, ხოლო ინგლისური ენის მასწავლებლები პროფესიულ გადამზადებას გაივლიან. ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში გამართულ პროექტის პრეზენტაციას, საქართველოში ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და ორგანიზაციის - „ბრიტანეთის საბჭო საქართველოში“ − დირექტორი ზაზა ფურცელაძე დაესწრნენ. ბრიტანეთის საბჭომ საზოგადოებრივი ცენტრები - ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბების ორგანიზებისა და ეფექტური მუშაობისთვის მათი თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური უპირატესობების გამო შეირჩა. ცენტრების თანამედროვე შენობები აღჭურვილია კომპიუტერებით, უკაბელო ინტერნეტით, ბიბლიოთეკებით, სამკითხველო დარბაზებით, შეხვედრების ოთახებით. მათი მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა. ბრიტანეთის საბჭომ იუსტიციის სამინისტროსთან, განათლებისა, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან პარტნიორობით ინგლისური ენის პირველი კლუბები გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 6 საზოგადოებრივ ცენტრში გახსნა: ორსანტიის, ჩაქვის, დიდი ჯიხაიშის, წალკის, ვალესა და კაბალის საზოგადოებრივ ცენტრებში. ერთი წლის განმავლობაში ინგლისური ენის კურსი 1 500-ზე მეტმა მოზარდმა გაიარა. ინგლისური ენის კლუბების შექნის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2017 წლის 18 დეკემბერს გაფორმდა და მას ხელი უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის − „ბრიტანეთის საბჭო საქართველოში“ − დირექტორმა, იუსტიციის მინისტრმა და განათლებისა, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მოაწერეს.
(NS)
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)