2018-12-14 16:05:23, 942 ნახვა
საზოგადოება
რესპუბლიკის მოედანი - თავისუფლების მოედნამდე 00:00 საათიდან 07:00 საათამდე გადაიკეტება
რესპუბლიკის მოედნიდან - თავისუფლების მოედნამდე 00:00 საათიდან 07:00 საათამდე გადაიკეტება , - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს
დედაქალაქის მერია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შეფერხებისთვის.
„დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან - თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ 00:00 საათიდან 15 დეკემბრის 07:00 საათამდე გადაიკეტება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ,