|
2018-12-12 13:02:44, 926 ნახვა
საზოგადოება
28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო სოფელი მოეწყობა
თბილისის წლევანდელი საახალწლო სლოგანი „სიყვარულით სავსე ქალაქი“ იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სამწუხაროდ, დღეს ქალაქში ნათლად იგრძნობა სიყვარულის ნაკლებობა, რომელიც ყველა დიდი საქმის კეთების დროს მთავარი მამოძრავებელი ძალა და მოტივატორია. „ბოლო თვეების განმავლობაში, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მოსახლეობის მხარდაჭერა და თანადგომა გვაძლევს კიდევ უფრო მეტ სტიმულს, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ, მეტი პროექტი განვახორციელოთ. საზოგადოების გარეშე, მხოლოდ მერია და მერიის თანამშრომლები ვერაფერს გააკეთებენ. ვფიქრობ, უმთავრესი მაინც არის ის, რისი ნაკლებობაც, სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ქალაქში ნათლად იგრძნობა; ის, რაც არის მთავარი მამოძრავებელი ძალა და მოტივატორი ყველა კარგი და დიდი საქმის კეთების დროს - ეს არის სიყვარული. უფრო მეტი სიყვარული გვმართებს ერთმანეთის, უბნის, ქალაქის, მოხუცების, ახალგაზრდების, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების, ქუჩის ბინადარი ცხოველების მიმართ; მეტი პატივისცემა გვმართებს, როგორც ჩვენი დიდი მემკვიდრეობის, ისე სიახლეებისადმი. ვისურვებდი, სწორედ სიყვარული იყოს ყოველი ახალი წამოწყების საფუძველი. არა ბოღმით, ერთმანეთის ლანძღვით და ქილიკით, არამედ სიყვარულით ვაკეთოთ საქმე და ასე ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს, მოსახლეობას და სამშობლოს. სწორედ ამიტომ, ჩვენი წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება- „სიყვარულით სავსე ქალაქი“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, არავის სიამოვნებს ის გარემო და მდგომარეობა, რომელშიც დღეს საზოგადოება იმყოფება. „კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება, ეს არის ურთიერთპატივისცემა, ერთმანეთისადმი სიყვარული. დაიღალა საზოგადოება ამდენი სიძულვილით, ბოღმით, შეურაცხყოფით ერთმანეთის მიმართ. მესმის, რომ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ცივილური - უნდა იყოს პოლემიკა, დებატები და არა ისე, რაც დღეს ხდება. ეს კატეგორიულად მიუღებელია ყველასთვის. არავის სიამოვნებს ის გარემო და მდგომარეობა, რომელშიც ვიმყოფებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, თბილისის მერმა დედაქალაქში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებზეც ისაუბრა. მისივე თქმით,ნაძვის ხის განთავსებასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. „28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გიმასპინძლებთ საახალწლო სოფელში, რომელშიც დამთვალიერებელს დახვდებაახალი ინსტალაციები, დიდი საბავშვო სივრცეები, ზღაპრის გმირები, საბავშვო კონცერტები, დღის ბენდები და საღამოს თემატური კონცერტები, საშობაო ბაზრობა და მოქალაქეებს სხვადასხვა კერძების დაგემოვნებაცშეეძლებათ. საახალწლო კონცერტებში ყველა შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას - საზოგადოებას აქაც არ დავყოფთ „იმისიანებად“ და „ამისიანებად“. ამ მდგომარეობიდანუნდა გამოვიდეთ, რადგან ამა თუ იმ ჯგუფად საზოგადოების დაყოფა კატეგორიულად მიუღებელია.მთლიანობაში საახალწლო ღონისძიებებშიდაახლოებით, 500 მონაწილე იქნება ჩართული“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე ინფორმაციით, 7 იანვარს, საახალწლო სოფელს ყველა დროისა და ყველასათვის საყვარელი მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი“დახურავს, რომელიც „თბილისის ცის ქვეშ“ პირველად გათამაშდება. „რაც შეეხება გალა კონცერტს, მისი კონცეფცია სამ ნაწილად იყოფა და სცენაც სწორედ სამ სივრცედ გადანაწილდება. ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, ორკესტრთან ერთად, ყველა დროის ყველაზე საყვარელი კინომუსიკაშესრულდება. რა თქმა უნდა, საახალწლო და საშობაო განწყობისთვის, ყველასთვის საყვარელი საშობაო სიმღერებიგაჟღერდება. წარმოდგენილი იქნება 40 ნომერი და მსმენელის წინაშე 170 მუსიკოს-შემსრულებელიწარსდგება.დარწმუნებული ვარ, ყველა თაობის ადამიანისთვის იქნება სივრცეები, სადაც შეგიძლიათ, მობრძანდეთ და საახალწლო განწყობაშეიქმნათ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. დარწმუნებული იყავით, ყოველთვის თქვენს სამსახურში ვიქნებით. ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ქალაქს და თბილისის მოსახლეობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)