|
2018-12-11 17:47:47, 1211 ნახვა
საზოგადოება
2018 წლის ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა საექიმო სპეციალობებში ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების მიმდინარეობას გაეცნო. მისი განცხადებით, მაძიებლები გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სერთიფიკატს აიღებენ. „გამოცდაზე 1423 კურსდამთავრებული დარეგისტრირდა. ესენი არიან პირვნებები, რომლებმაც დაამთავრეს დიპლომამდელი განათლება. გამოცდის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში მათ მიენჭებათ რეიტინგული ქულები. ისინი ჩვენი მომავალი კოლეგები არიან და წარმატების შემთხვევაში აიღებენ სერთიფიკატს დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობაში. ეს გამოცდები წელიწადში ორჯერ ტარდება, გაზაფხულსა და გვიან შემოდგომაზე" - განაცხადა ზაზა ბოხუამ. ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე 1423 მაძიებელი დარეგისტრირდა, პროფილით „სამკურნალო საქმე“ – 1 077, სტომატოლოგია - 334, ლაბორატორიული მედიცინა - 22. 2018 წლის ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე მაძიებელთა online რეგისტრაცია 7 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. გამოცდები 11 დეკემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის, პროფილით „მედიცინა“ და „სტომატოლოგია“, საგამოცდო ტესტ-კითხვარები განახლდა. ასევე, განახლდა ტესტ-კითხვარები შემდეგ სპეციალობებში: „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“, „გადაუდებელი მედიცინა“, „ენდოკრინოლოგია“, „კარდიოლოგია“, „ლაბორატორიული მედიცინა“, „ნევროლოგია“, „რადიოლოგია“, „ორთოპედია-ტრავმატოლოგია“, “თერაპიული სტომატოლოგია“ და „ფსიქიატრია“. პროფესიული განვითარების საბჭოს 2018 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, 2018 წლის ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების საშემოდგომო სესიაზე საგამოცდო ბილეთში არასაჯარო (დაფარული) პაკეტიდან გათვალისწინებული იყო ტესტების 20% (40 ტესტი). სასერტიფიკაციო გამოცდებზე - 25% (50 ტესტი).
(NS)
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)