2018-12-11 14:26:51, 1016 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლთან უცხოელებზე მიწის გასხვისების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გრძელდება
იუსტიციის სახლთან უცხოელებზე მიწის გასხვისების წინააღმდეგ „ქართული მარშის“ და მისი თანამოაზრე ორგანიზაციების საპროტესტო აქცია დღის ბოლომდე გაგრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი კონსტანტინე მორგოშია ავრცელებს.
მისი თქმით, პარასკევამდე აპირებენ ყოველდღიურად იუსტიციის სახლთან აქციების გამართვას.
აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ამ გადაწყვეტილებას ჰქონდა პოლიტიკური მოტივი, რადგან მთავრობამ აწარმოა გარიგებები უცხოელ ინვესტორებთან.
ადგილზე მობილიზებულია ათზე მეტი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
სამართალდამცველები კორდონით მოქალაქეების იუსტიციის სახლში უსაფრთხოდ შესვლას უზრუნველყოფენ.
ავტორი: ,