|
2018-12-07 18:17:32, 1263 ნახვა
საზოგადოება
„ინფორმაცია, თითქოს ბუფერულ ზონებზე მიღებული გადაწყვეტილება ხონთქრის ქათმის გადაშენების მიზეზი შეიძლება გახდეს, უსაფუძვლოა“
„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბუფერულ ზონებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, საფრთხეს უქმნის კონკრეტული პარკების ბიომრავალფეროვნებას და რომელიმე სახეობის, გადაშენების მიზეზი შეიძლება გახდეს, სრულიად უსაფუძვლოა“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. უწყებაში აცხადებენ, რომ დაცულ ტერიტორიებთან და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს საქართველოს ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიების მასშტაბების გაზრდის მიმართულებით. სამინისტროს ინიციატივით, უკვე მომზადებულია კანონპროექტი არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტების შექმნისა და გურიის მხარეში პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნასთან დაკავშირებით. ასევე, პარლამენტის მიერ, პირველი მოსმენით მიღებულია ცვლილება, რომლის საფუძველზეც, ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიის ფართობი 69 518 ჰექტრით იზრდება. აღნიშნული კანონპროექტით, ასევე გათვალისწინებულია კინტრიშის დაცული ლანდშაფტისა და სახელმწიფო ნაკრძალის რეკლასიფიკაცია და, შედეგად, კინტრიშის ეროვნული პარკისა და კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის ჩამოყალიბება. კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე ასევე მოხდება ალგეთის ეროვნული პარკის, კინტრიშის დაცული ტერიტორიების (კინტრიშის ეროვნული პარკი და კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი), ჭაჭუნის აღკვეთილის, ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილისა და თერობის აღკვეთილის დემარკაციის შედეგად მიღებული ზუსტი კოორდინატების კანონში ასახვა. ყოველივე ზემოაღნიშნული ნათლად ასახავს სახელმწიფოს პოლიტიკას ქვეყნაში დაცულ ტერიტორიებთან და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასთან მიმართებაში. შესაბამისად, სრულიად უსაფუძვლოა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბუფერულ ზონებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, საფრთხეს უქმნის კონკრეტული პარკების ბიომრავალფეროვნებას და რომელიმე სახეობის, მათ შორის, ხონთქრის ქათმის გადაშენების მიზეზი შეიძლება გახდეს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ხონთქრის ქათამზე ნადირობა მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია და, შესაბამისად, დასჯადია. ხონთქრის ქათმის, სახეობის გადარჩენის მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული საშენი მეურნეობა ახორციელებს ხონთქრის ქათმის გამოყვანის პროექტს, შემდგომში მისი ბუნებაში აღდგენის მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)