00:29 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-07 16:58:57, 1283 ნახვა

საზოგადოება
ქობულია ქართველ მეზღვაურებს ნომინაციაში „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცე“ გამარჯვებას ულოცავს

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2018 წლის ნომინაციაში „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცე"  ქართველმა მეზღვაურებმა გაიმარჯვეს.

კერძოდ, საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საკრუინგო კომპანია Queensway Navigation Co. Ltd-ის კუთვნილებაში არსებული გემის MT Seapower-ის ეკიპაჟის წევრებმა, რომელთაც 2017 წლის 26 ივნისს უამინდობის გამო გასაჭირში მყოფი ტანკერ Rama 2-ის ეკიპაჟის ცამეტი წევრის სამაშველო ოპერაციებში  სამაგალითო ძალისხმევა და გამბედაობა გამოავლინეს.

გემ MT Seapower-ის ეკიპაჟის 17 წევრიდან 16 საქართველოს მოქალაქეა, მათ შორის გემის კაპიტანი - ლევან მამალაძე, ერთი კი უკრაინის მოქალაქე. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის დაჯილდოების ცერემონია 6 დეკემბერს ქ. ლონდონში, ორგანიზაციის სათაო ოფისში გაიმართა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ულოცავს ქართველ მეზღვაურებს ამ წარმატებას.

„მეგობრებო, გილოცავთ ნომინაციაში „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცე" გამარჯვებას! ეს დიდი წარმატება და ამავდროულად აღიარებაა საერთაშორისო საზღვაო საზოგადოების მხრიდან. ჩემთვის უაღრესად სასიამოვნოა ქართველი მეზღვაურების წარმატება ისეთი პრესტიჟული ორგანიზაციის კონკურსში, როგორიც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაა. თქვენ საკუთარი გამბედაობის და სიმამაცის წყალობით 13 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეთ, ეს ყველაფერზე მნიშვნელოვანია, რაც ადამიანმა შეიძლება გააკეთოს. სწორედ თქვენნაირი ადამიანები არიან მაგალითი ახალგაზრდებისთვის - თუ რა ღირებულებებით უნდა იცხოვრონ, როგორი თავდადებით და ერთგულებით ემსახურონ საკუთარ საქმეს. ამასთან, ეს ჯილდო ქართველი მეზღვაურების  მაღალი კლასისა და პროფესიონალიზმის კიდევ ერთი დადასტურება და საერთაშორისო აღიარებაა, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. წარმატებებს და მუდამ მშვიდობიან ზღვაოსნობას გისურვებთ!", - ნათქვამია გიორგი ქობულიას წერილში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics