00:29 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-07 15:54:11, 918 ნახვა

საზოგადოება
საქართველოსა და საფრანგეთის სააღსრულებო უწყებებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს

საფრანგეთში, ქალაქ პარიზში აღმასრულებელთა საერთაშორისო ასოციაციის მუდმივმოქმედი საბჭოს (UIHJ) საშემოდგომო სესია გაიმართა, რომელსაც აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

კონფერენციაზე ასოციაციის წევრმა სახელმწიფოებმა საკუთარი ქვეყნის სააღსრულებო სისტემისა და სერვისების განვითარების შესახებ ანგარიში წარმოადგინეს.

ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის აღსრულების პალატის ვიცე პრეზიდენტის, პატრიკ საფარის მიწვევით, ქართული დელეგაცია იმყოფებოდა საფრანგეთის აღსრულების პალატაში (French Huissiers de Justice), სადაც ფრანგი კოლეგების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და სამუშაო გარემო დაათვალიერეს. საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა უცხოელ კოლეგებს ის გამოცდილება გაუზიარეს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში, ქართული სააღსრულებო სისტემის განვითარების კუთხით დაგროვდა. კერძოდ, საუბარი შეეხო ქართული სააღსრულებო სისტემის რეფორმებსა და განხორციელებულ ცვლილებებს. ქართულმა მხარემ ფრანგი კოლეგები ქართული სააღსრულებო სისტემისა და განხორციელებული ინოვაციური რეფორმების გასაცნობად საქართველოში მოიწვია.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics