00:30 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-06 18:10:55, 1307 ნახვა

საზოგადოება
ლევან იზორია: სამხედროებისთვის სახელფასო უზრუნველყოფა უმჯობესდება

„დავიწყეთ ახალი, გაუმჯობესებული სახელფასო უზრუნველყოფა სამხედრო მოსამსახურეებისთვის. რეფორმა წელს 2500-მდე სამხედრო მოსამსახურეს შეეხო“, - აღნიშნული სიახლის შესახებ ლევან იზორიამ უწყების 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციის დროს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების წინაშე ისაუბრა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამჟამად საუბარია ინსტრუქტორებსა და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში მომზადებულ ბატალიონებზე. „ჩვენ გვაქვს ამბიცია მოვიცვათ სხვა ელიტური ბატალიონებიც, რათა სახელფასო პოლიტიკა და გაუმჯობესებული ანაზღაურება იყოს რეალობა. 2020 წლისთვის 10 000-მდე სამხედრო მოსამსახურე შეძლებს განახლებული სახელფასო უზრუნველყოფის მიღებას.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics