23:31 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-06 16:29:11, 1088 ნახვა

საზოგადოება
„ლიბერთიმ“ კურსდამთავრებულ პენსიონერებს დიპლომები გადასცა

ლიბერთიმ დღეს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში 62 პენსიონერს კურსის  წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დიპლომი  გადასცა.

სწავლება ლიბერთის მიერ სპეციალურად შექმნილ დარბაზში - Liberty Digital Hall მიმდინარეობდა. პენსიონერებმა კომპიუტერის ზოგადი შესაძლებლობები, ინტერნეტის, ელ-ფოსტის, სოციალური ქსელებისა და  სმარტფონების ფუნქციების გამოყენება სრულიად უფასოდ შეისწავლეს.

,,ვფიქრობ ეს დღე არის დასტური იმისა,რაც ამ პროექტის დასაწყისშივე ვიგულისხმეთ – დღეს ჩვენ საუკეთესო და ყველაზე ახალგაზრდა დიპლომირებული პენსიორები გვყავს. პროექტმა გაამართლა, იქცა ხიდად თაობებს შორის და აუცილებელ გაგრძელებებსაც გულისხმობს" - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის  გენერალურმა დირექტორმა, მწერალმა გიორგი კეკელიძემ.

,,მოხარული ვართ, რომ გაამართლა სპეციალურად  ჩვენი მომხმარებლისთვის შემუშავებულმა საგანმანათლებლო ერთგვარმა ექსპერიმენტმა.  პენსიონერების მხრიდან პოზიტიური გამოხმაურება და დიდი ინტერესი ჩვენთვის სტიმულია, რომ მომავალში მსგავსი  პროექტები კიდევ უფრო მასშტაბურად განვახორციელოთ. ასევე, დიდი მადლობა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics