|
2018-12-05 18:38:08, 1158 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კამპანიას შეუერთდა
დედაქალაქის მერია და თბილისის სატრანსპორტო კომპანია საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიან კამპანიას შეუერთდა. ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე, ცნობადობის ამაღლების მიზნით გამართულ აქციაში მონაწილეობა თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ მიიღო. მერის მოადგილემ რუსთაველის გამზირზე, მუნიციპალური ავტობუსების მგზავრებს კამპანიასთან დაკავშირებით, შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა და მათ სიმბოლური გულსაბნევები გადასცა. „თბილისის მუნიციპალიტეტი ძალადობის წინააღმდეგ, 16-დღიან კამპანიას შეუერთდა. სამწუხაროდ, ჩვენ ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით, ძალიან ცუდი სტატისტიკური მაჩვენებელი გვაქვს. ძალადობის სხვადასხვა ფორმა არსებობს. ამიტომ, ყველა ქალს მოვუწოდებ, ხმა აღიმაღლონ და იცოდნენ, რომ სახელმწიფო ყოველთვის მათ გვერდით იდგება“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. 16-დღიანი კამპანია საქართველოში რამდენიმე წელია ტარდება, თუმცა წელს, პირველად, სახელმწიფო უწყებების ორგანიზებით მიმდინარეობს. ცენტრალური მთავრობის ინიციატივას 30-მდე ადგილობრივი მუნიციპალიტეტი შეუერთდა. ამის პარალელურად, მიმდინარეობს კამპანია სოციალურ მედიაში. საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე განსაკუთრებული ყურადღება სამართლებრივი ნორმებისა და ძალადობის მსხვერპლთათვის განკუთვნილი სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეთმობა. კამპანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის კომუნიკაციის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად ხორციელდება. აღნიშნული დოკუმენტები გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, 2018 წელს შეიმუშავა და დაამტკიცა. ორივე დოკუმენტი, სამოქმედო ჩარჩოს იმ დარგობრივი სამინისტროებისა და სახელმწიფო უწყებებისთვის აყალიბებს, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეროვნულ დონეზე რეაგირებაში არიან ჩართული. ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საინფორმაციო კამპანიაში მერის მოადგილესთან ერთად, მონაწილეობა გენდერული თანასწორობის საკითხებში დედაქალაქის მერის მრჩეველმა ნინო ბურძენიძემ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და დედაქალაქის მერიის თანამშრომლებმა მიიღეს.
(NS)
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)