2018-12-05 11:23:35, 1349 ნახვა
საზოგადოება
ნიკა რურუას ხვალ დაკრძალავენ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ყოფილ კულტურის მინისტრს ნიკა რურუას ხვალ დაკრძალავენ, - ამის შესახებ მისი ძმა, გიორგი რურუა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისივე ინფორმაციით, პანაშვიდი დღეს, ზანდუკელის 21-ში გაიმართება.
"პანაშვიდი ხვალ 5 დეკემბერს ზანდუკელის ქ 21,ხუთშაბათს 11-დან გადავასვენებთ ვერის სასაფლაოს ეკლესიაში,საიდანაც მოხდენა 3-ზე დაკრძალვა. ასე ვამჯობინეთ დედაჩემის მდგომარეობიდან გამომდინარე", - წერს გიორგი რურუა.
ცნობისთვის, ნიკა რურუა 50 წლის ასაკში საკუთარ სახლში გუშინ გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ გულის შეტევა გახდა.
ავტორი: ,