23:29 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-05 11:01:16, 875 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ფოსტას“ გამოცდილების გაზიარების მიზნით ეწვივნენუკრაინისეროვნული ფოსტის UKRPOSHTA-ს წარმომადგენლები

„საქართველოს ფოსტა“ უკრაინელ კოლეგებს მასპინძლობს, რომლებიც მსოფლიო საფოსტო კავშირის UPU-ს რეგიონალური პროექტის - „ოპერაციული მზადყოფნა ელ. კომერციისთვის“ ფარგლებში ესტუმრნენ გამოცდილების გაზიარების მიზნით.

საქართველოს ფოსტამ მოკლე ვადაში შეძლო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება საფოსტო მიმართულების ყველა სეგმენტში, რის გამოც  მსოფლიო საფოსტო კავშირმა UPU-მ საქართველოს ფოსტას მიმართა თხოვნით, უკრაინელი კოლეგებისთვის გაეზიარებინასაკუთარი გამოცდილება ელ. კომერციის გზავნილთა საოპერაციო და ბიზნეს პროცესების მართვის მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში UKRPOSHTA-ს სპეციალისტები გაეცნენ საქართველოს ფოსტის ხარისხის მართვის სტრუქტურას, საფოსტო პროგრამების ფუნქციონირება - გამოყენებას, მონაცემთა გაცვლისროლს და მნიშვნელობას როგორც თავად საფოსტო ადმინისტრაციებისთვის, ასევე ელ. კომერციის მომხმარებლებისათვის, საოპერაციო და ლოჯისტიკურმიმართულებებს, გზავნილების გადაადგილების პროცესს, ანაზღაურების სისტემას, საბაჟო პროცედურებსდა მომსახურების სტანდარტებს.

ელ. კომერციაზე მზარდი მოთხოვნის და საფოსტო ადმინისტრაციების ამ მიმართულებით მზადყოფნის პროექტი მსოფლიო საფოსტო კავშირმა UPU-მ რამოდენიმე წლის წინ დაიწყო, რომელიც გულისხმობს ელ.კომერციის გზავნილთათვის ახალი საოპერაციო სისტემის დანერგვას. საქართველოს ფოსტამ შეიმუშავადა განახორციელა ახალი სტრატეგია ელ.კომერციის მიმართულებით, რის გამოც 2018 წელს მსოფლიო საფოსტო კავშირის UPU-ს მიერ მაღალი შეფასება მიიღო.

„ელექტრონული კომერცია ყველა საფოსტო ოპერატორისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ყოველწლიურად ამანათების წილი ამ მიმართულებით მკვეთრად მზარდია სხვა საფოსტო პროდუქტებთან მიმართებაში. ჩვენი მიზანიასაქართველოს ყველა მაცხოვრებელს მიეცეს საშუალება ისარგებლოს ელ. კომერციით და მიიღოს სრულყოფილი მომსახურება. ჩვენ მზად ვართ გავუზიაროთგამოცდილება პარტიორ ქვეყნებს“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

„ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი და საყურადღებოა საქართველოს ფოსტის გამოცდილების გაზიარება, რაც დაგვეხმარება ელ. კომერციის მიმართულებით განვითარებაში. ჩვენ მივიღეთ თეორიული ცოდნა სხვადასხვა ტექნოლოგიური, საოპერაციო და ხარისხის სისტემების შესახებ, ასევე პრაქტიკაში გავეცანით მეტად მნიშვნელოვან პროცესებს გზავნილთა დახარისხების და პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფოსტის გუნდს“ - განაცხადა UKRPOSHTA-ის საოპერაციო სამსახურის ინჟინერმა ნატალია გალკინამ.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics