2018-12-04 19:47:26, 1586 ნახვა
საზოგადოება
ნიკა რურუას ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა რურუას ცხედარი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.
"ექსპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, ზანდუკელის ქუჩაზე, სადაც პოლიტიკოსი ცხოვრობდა მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და თანაგუნდელები ამ დრომდე იმყოფებიან.
ნიკა რურუა სავარაუდოდ გულის შეტებით გარდაიცვალა. მისი მეგობრების თქმით, ნიკა რურუას ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ავტორი: ,