|
2018-12-04 12:50:33, 884 ნახვა
საზოგადოება
ENPARD -ის სამეთვალყურეო საბჭოს და მუდმივმოქმედი კომიტეტის მორიგი შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD) სამეთვალყურეო საბჭოს და მუდმივმოქმედი კომიტეტის მორიგ შეხვედრას დაესწრო. მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის, ასევე, სოფლად განვითარების სტრატეგიის და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ნოდარ კერესელიძემ სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს გაერთიანების და ექსტენციის სისტემის მოდიფიკაციის შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა მერძევეობის და მეღვინეობის სექტორში კოოპერაციული მეურნეობების განვითარების საკითხებსა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტის შესაძლებლობებზე. ENPARD მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) მიღწევებს და გამოწვევებს. აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით, დაგეგმილია რამდენიმე ახალი ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) შექმნა. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის ატაშე სოფლის მეურნეობის და სურსათის უსაფრთხოების დარგში კრისტინა კასელა, ასევე, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს (2013-2022) შეადგენს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა.
(NS)
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)