22:29 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-04 11:00:35, 798 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი ბანკის“ ინოვაციურმა პროექტმა-თი ბოტმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

თიბისის ინოვაციურმა პროექტმა, თი ბოტმა, პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურს The Payments Awards-ზე, საუკეთესო ალტერნატიული გადახდის პროექტის კატეგორიაში გაიმარჯვა.

The Payments Awards ფინანსური სექტორის ინოვაციებისა და მიღწევების კონკურსია, რომელიც ლონდონში იმართება. ინდუსტრიის წამყვანის სპეციალისტები ყოველ წელს კომპანიებს სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით აფასებენ.

თი ბოტმა თავისი ერთ-ერთი გამორჩეული თი ტრანსფერის ფუნქციის წყალობით გაიმარჯვა best alternative payments project-ის კატეგორიაში.

თი ტრანსფერი არის თი ბოტის დახმარებით  მეგობართან საუბრის დროს,  მესენჯერის აპლიკაციიდან გაუსვლელად თანხის გადარიცხვის ფუნქცია.თი ბოტის და მისი ფუნქციების შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად ეწვიეთ ბოტის გვერდს.

თი ბოტი, ბანკის მიერ შექმნილი მესენჯერ აპლიკაციაში ინტეგრირებული ჩათ ბოტია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საბანკო ოპერაციების შესრულება (თანხის გადარიცხვა, ბალანსის შემოწმება, მობილური ბალანსის შევსება), ინფორმაციის მიღება (დაგეგმილი ივენთების, ახლომდებარე ბანკომატების, ამინდის შესახებ), TKT.GE-დან ბილეთების შეძენა და სხვა.

თიბისის ჩატ ბოტი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით  მომუშავე ქართულმა კომპანია Pulsar AI-იმ შექმნა.წელს ის the Payments Awards-ზე პირველად წარსდგა.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics