22:30 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-03 17:21:17, 1152 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაიამ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „კულტურული მემკვიდრეობა კონფლიქტურ ტერიტორიებზე“ გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა. სამეცნიერო კონფერენციის მიზანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მოძრავ და უძრავ ძეგლებზე უახლესი ინფორმაციის მიღება და მათ დასაცავად საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება იყო.

კონფერენციას ასევე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი მარიამ დვალიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics