22:29 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-03 15:19:38, 1158 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საკრებულოს წარმომადგენელი: თავდასხმაში არ ვმონაწილეობდი - ჯერჯერობით დაჯარიმებულიც არ ვარ

თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსი დავით მაჭავარიანი ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტში საკუთარ მონაწილეობას უარყოფს.

როგორც მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუმარტა, კონფლიქტის დროს ის მონაწილე მხარეებს აშველებდა. საკრებულოს პროტოკოლის უფროსის თქმით, მისთვის უცნობია თუ რა მიზეზით დაიწყო დაპირისპირება თაკო ჩარკვიანსა და მის თანმხლებ პირებთან.

"არ ვმონაწილეობდი თავდასხმაში, ეს სიცრუეა. არ ვაპირებ თავის მართლებას. თავი უნდა იმართლოს მეორე მხარემ. ჯერჯერობით დაჯარიმებულიც არ ვარ და არც 700-ლარიანი გირაო დაუკისრებიათ ჩემთვის. მე ვიყავი კონფლიქტის დროს ქუთაისის აეროპორტში და ვაშველებდი ინციდენტის მონაწილე პირებს. კონფლიქტი იყო ჩემს მეგობრბსა და თაკო ჩარკვიანის თანმხლებ პირებს შორის. არ ვიცი კონფლიქტი რას უკავშირდებოდა. ტავიდან არ შევესწარი მაგ ფაქტს. არ ვიყავი იმ ადგილას როცა კონფლიქტი დაიწყო. სამარშრუტო ტაქისის მძღოლს ვუთანხმდებოდი თბილისში წამოსვლისთან დაკავშირებით", - განაცხადა დავით მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის, თაკო ჩარკვიანს ინფორმაციით, ქუთაისში მას და მის მეუღლეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ჩარკვიანი აცხადებს, დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელ თაკო ჩარკვიანზე და მის მეუღლეზე მომხდარი თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილე, თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსი, დავით მაჭავარიანია. ტელეკომპანიის ცნობით, მისი იდენტიფიცირება ვიდეომასალიდან გახდა შესაძლებელი, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აკავებს რამდენიმე პირს საპატრულო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით 4 პირი დააკავა. გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. ასევე საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს.

გაერთიანებული ოპოზიცია თავდასხმაში ხელისუფლებას ადანაშაულებს. როგორც „ძალა ერთობაშიას“ ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, ჩარკვიანის ოჯახს მიზანმიმართულად დილიდან ელოდებოდნენ აეროპორტში.

თავდასხმაში ასევე ხელისუფლება დაადანაშაულა ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics