22:28 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-03 13:37:17, 1004 ნახვა

საზოგადოება
განათლების სამინისტრო ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი,ზუგდიდის მე-6  საჯარო სკოლაში ინსპექტირების პროცესი 9 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით განხორციელდა, რის შედეგადაც გამოვლინდა დარღვევები და რეაგირებისთვის გადაეგზავნა სამეურვეო საბჭოს.

რაც შეეხება, ია კერზაიას თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება , სამინისტროს ინფორმაციით საბჭოს არ მიუღია და ის ამჟამადაც რჩება სკოლის დირექტორად.

„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინსპექტირების სამსახური რეგულარულად აწარმოებს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების საქმიანობის შესწავლას სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის სრულყოფილად წარმართვისათვის.

რაც შეეხება, ზუგდიდის მე-6  საჯარო სკოლას, ინსპექტირების პროცესი, მოქალაქის განცხადების საფუძველზე, 2018 წლის 9 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით განხორციელდა.

ინსპექტირების შედეგად, გამოვლინდა ადმინისტრაციული, ფინანსური და სანიტარულ-ჰიგიენური მძიმე დარღვევები. არსებული პროცედურის გათვალისწინებით, დარღვევების შესახებ დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის გაეგზავნა სკოლის სამეურვეო საბჭოს. სკოლის დირექტორის, ია კერზაიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ არ მიიღო და ის ამჟამადაც სკოლის მოქმედი დირექტორია.

რაც შეეხება კონკრეტულ დარღვევებს, გამოვლენილია:  სკოლის მიერ ქონების მესამე პირებზე გადაცემის შემთხვევა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შეფასების განხორციელება არალიცენზირებული აუდიტორული ორგანიზაციის მიერ, შემოსავლის სამსახურისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, რომლის საფუძველზეც შემცირდა დასაბეგრი მოგება, სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics