22:29 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-03 11:52:02, 841 ნახვა

საზოგადოება
ევროპის საზღვაო სააგენტოს დაფინანსებით 2019 წელს საქართველოს გემების მონიტორინგის სახმელეთო 2 ავტომატური საიდენტიფიკაციო სადგური გადმოეცემა

ევროპის საზღვაო უსაფროთხიების სააგენტოს გადაწყვეტილებით და დაფინანსებით 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს გადმოეცემა გემების მონიტორინგის სახმელეთო ორი ავტომატური საიდენტიფიკაციო სადგური.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა  ქალაქ ვენეციაში, (იტალია) ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს (EMSA) ორგანიზებითა და ჩართულობით გამართულ სისტემა MAREΣ (ხმელთაშუა ზღვის და მიმდებარე საზღვაო რაიონების გემების მონიტორინგის ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემა)   ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის რიგით მე-15 შეხვედრაზე   (15th MAREΣ Expert working Group Meeting) EMSA - სთან აწარმოა მოლაპარაკება ევროპის საზღვაო უსაფროთხიების სააგენტოს დაფინანსებით 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოსთვის გემების მონიტორინგის სახმელეთო ორი ავტომატური საიდენტიფიკაციო სადგურის გადმოცემის თაობაზე,  რაც რეალურ დროში, საქართველოს 200 მილიან ზონაში, გემის, ტვირთისა და ადამიანების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას იძლება.

აღნიშნული სადგურებით, სამომავლოდ ევროპულ სააგენტოებთან ინტეგრაციის ფარგლებში, მოხდება ინფორმაციის გაცვლა იგივე ინფორმაციაზე ევროპულ სისტემასთან, რაც ქართულ ნავსადგურებს ჩართავს საერთო ევროპულ ქსელში.

ასევე,  საქართველოს წინადადებით და  MAREΣ  ექსპერტთა ჯგუფის მხარდაჭერით გადაწყდა  2020 წელს MAREΣ Expert working Group Meeting მე-17 შეხვედრის ჩატარდება რიგით მესამე საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში.

ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტო (EMSA) წარმოადგენს ევროკავშირის ერთ-ერთ დეცენტრალიზებულ უწყებას რომელიც ფუნქციონირებს ევრო პარლამენტისა და საბჭოს EC 1406/2002 დადგენილების საფუძველზე საზღვაო უსაფრთხოების მაღალი, ერთიანი და ეფექტური დონის უზრუნველსაყოფად,  როგორც გემების მიერ ასევე ნავთობისა და გაზის დანადგარებით გამოწვეული დაბინძურების პრევენციისა და რეაგირებისათვის. 

ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგლამენტის EU 100/2013 შესაბამისად EMSA- ს საქმიანობა ასევე შეიძლება მოიცავდეს ევროკავშირის სამეზობლო პარტნიორი ქვეყნებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევას  შავი და კასპიის ზღვის ქვეყნებში ნაციონალური ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემების შექმნის მიზნით.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics