22:29 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-03 12:05:58, 687 ნახვა

საზოგადოება
თეა წულუკიანმა შშმ პირებისთვის გამარტივებული სერვისის შესახებ ბრძანება გამოსცა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე  შშმ პირებისთვის ყველაზე ადაპტირებულ საჯარო დაწესებულებას საქართველოში , იუსტიციის სახლს, „გაერო“-ს ოფისის ხელმძღვანელსა და შვედეთის ელჩთან ერთად  ეწვია. 

მიხეილ სარჯველაძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს იუსტიციის მინისტრის ახალი ინიციატივა გააცნო, რომელიც შშმ პირებისათვის სანოტარო სერვისების გამარტივებას ითვალისწინებს.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უერთდება შშმ პირთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას და ჩვენ შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გაგვეხადა შშმ პირებისთვის ყველა ის სერვისი, რომელიც გაიცემა იუსტიციის სამინისტროს მხრიდან და რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რასაც ჰქვია ადაპტირება სახელმწიფო სერვისებისა. მნიშვნელოვან სიახლეს, რომელსაც დღეს თქვენც გაეცანით არის ის, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს კომუნიკაციის ხერხები და საშუალებები შშმ პირებთან და რაც განსაკუთრებულად აღსანიშნავია, რომ იუსტიციის მინისტრის მიერ გამოიცემა ბრძანება, რომლის მიხედვითაც აღარ იქნება, მაგალითად სანოტარო სერივისის მიღებისას მოწმის თანდასწრება, როდესაც შშმ პირის მიერ ხდება გარიგების გაფორმება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ბრძაება შეიცავს სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს, ვფიქრობთ, რომ ეს არის ის სწორი მიმართულება, რომელი მიმართულებითაც უნდა იმართებოდეს ნებისმიერი სახელმწიფო სერვისი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, სანოტარო მოქმედების შესრულებისას ყრუ, სმენადაქვეითებული, უსინათლო, წერა-კითხვის არმცოდნე პირის მონაწილეობით მოწმის დასწრება ყველა შემთხვევაში სავალდებულო აღარ იქნება.

შშმ პირი შესაძლებლობის შეზღუდვის სახისა და ხარისხის მიხედვით და საამისოდ შესაფერისი კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალების გამოყენებით პირადად უზრუნველყოფს ნოტარიუსთან საკუთარი ნების გამოვლენას და დაიცავს მის კონფიდენციალობას. მოწმეს შეცვლის სანოტარო მოქმედების მიმდინარეობის პროცესის ვიდეოჩანაწერი, რომელიც თან დაერთვება სანოტარო აქტს. მოწმის მონაწილეობა მხოლოდ მაშინ იქნება სავალდებულო, თუ თავად სანოტარო მოქმედების მონაწილე შშმ პირი მოითხოვს მოწმის დასწრებას, ან თუ ვიდეოჩანაწერის გაკეთება შეუძლებელია ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე. წერა-კითხვის არმცოდნე უსინათლო პირისაგან განსხვავებით, წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირი გარიგებას ხელს მოაწერს პირადად ან მექანიკური ხელმოწერის (ფაქსიმილეს) საშუალებით. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, თუ შშმ პირის გარდა სანოტარო მოქმედებაში, ასევე, მონაწილეობს  მოწმის, თარჯიმნის ან სხვა პირი, მათი ხელმოწერა ცალკე სანოტარო მოქმედებად არ განიხილება და საზღაურიც გადაიხდევინება მხოლოდ იმ პირთა რიცხოვნობის გათვალისწინებით, რომელთა კანონიერ ინტერესებსაც ემსახურება ეს სანოტარო მოქმედება.

მიხეილ სარჯველაძემ  ლუიზა ვინტონსა და ულრიკ თიდესტრომს  პროექტის − „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის“ − მიღწევები გააცნო, რომლის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სახელმწიფო სერვისების უფრო ეფექტიანი მიწოდებაა. მინისტრის პირველმა მოადგილემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს იუსტიციის სახლის მომსახურების სივრცეები და სპეციალურად შშმ პირების მომსახურებისათვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა. ელჩები ოპერატორებს გაესაუბრნენ, რომლებიც ჟესტების ენას დაეუფლნენ და მომსახურებას უწევენ იმ პირებს, ვისაც ასეთი სერვისი ესაჭიროება.

ღონისძიება იუსტიციის სახლში შშმ პირთა დღის აღსანიშნავად გაიმართა, რომელსაც მსოფლიო 3 დეკემბერს აღნიშნავს. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და სტუმრებმა სპეციალურად ამ დღისათვის იუსტიციის სახლში მოწყობილი პოსტერების გამოფენაც დაათვალიერეს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემებსა და მათ წინაშე მდგარ გამოწვევებს ასახავს.

პროექტის − „გაუმჯობესებული სერვისები ყველასათვის“ − განხორციელება იუსტიციის სახლმა გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით 2018 წლის ივნისიდან დაიწყო. პროექტის ძირითად მიმართულებას  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების საკითხში იუსტიციის სახლის თანამშრომელთა კომპეტენციის ამაღლება წარმოადგენს. ამ მიზნით პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების კვლევის საფუძველზე, იუსტიციის სახლმა შეიმუშავა სახელმძღვანელო და სტანდარტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების შესახებ.

ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით შემუშავებული სპეციალური ტრენინგმოდულით უკვე გადამზადდა იუსტიციის სახლის წინა ხაზის 300-მდე თანამშრომელი, ხოლო მიმდინარე წლის ბოლომდე გადამზადებას გაივლის იუსტიციის სახლის წინა ხაზის უკლებლივ ყველა თანამშრომელი საქართველოს მასშტაბით, ჯამში, 750 თანამშრომელი.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე იუსტიციის სახლის თანამშრომელთა მაღალი ცნობიერება და საჭიროებებზე მორგებული სერვისის მიწოდებისათვის აუცილებელი ცოდნა  იუსტიციის სახლის მომსახურების პროცესს უფრო ხელმისაწვდომს და ადაპტირებულს ხდის.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების სტანდარტი დაინერგება იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში, ხოლო უკვე შემუშავებული ტრენინგმოდული გახდება იუსტიციის სახლის ახალი თანამშრომლების გადამზადების სისტემის ნაწილი, რაც პროექტის შედეგების მდგრადობას უზრუნველყოფს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics