|
2018-12-02 18:04:33, 1161 ნახვა
საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტო - კახა ასკურავას მიერ „აღმოჩენილი“ ყველა პირადობის მოწმობა ენმ-ის მმართველობის ხანაშია გაუქმებული
„პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით ლანჩხუთის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, კახა ასკურავას მიერ, დღეს მორიგი ტყუილი გავრცელდა“, - ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სოციალური ქსელის საშუალებით ასკურავამ გამოაქვეყნა 17 პირადობის მოწმობის ფოტო, რომელიც მისივე მტკიცებით "ლანჩხუთში გადაყრილი" იპოვნა და რომელიც, როგორც თავად ამტკიცებს, არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენეს. გიორგაძე აცხადებს, რომ სერვისების განვითარების სააგენტომ დაუყოვნებლივ გადაამოწმა ენმ-ის წევრის მიერ გავრცელებულ ფოტოზე ასახული ადამიანების პირადი მონაცემები და აღმოჩნდა, რომ ყველა პირადობის მოწმობა გაუქმებულია წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში მფლობელთა გარდაცვალების ფაქტის გამო. მისივე თქმით, საარჩევნო სიაში ამ მოქალაქეთა მონაცემები არ ფიგურირებს. „ყველა ეს პირი გარდაცვლილია 2008 და 2010 წელს, ნაციონალური მოძრაობის ხანაში. ამ მოქალაქეთა მონაცემები არც სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაშია აქტიური და ცხადია არც საარჩევნო სიაში აღარ არსებობს. კერძოდ: 1. მკერვალი ანიჩქა დაბადებული 11.11.1923.წ, პირადი N 26001013390, გარდაიცვალა 10.09.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია განხორციელდა 30.09.2008 წელს და გაუქმდა N გ 0611230 პირადობის მოწმობა. 2. თავარაშვილი მერი დაბადებული 21.03.1939წ, პირადი N 26001012342. გარდაიცვალა 06.09.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია განხორციელდა 08.09.2008 წელს და გაუქმდა N დ 0599656. 3. ცინცაძე ნოდარ დაბადებული 25.04.1948 წელს, პირადი N 26001013376, გარდაიცვალა 19.07.2008 წელს, გარდაცვალება დარეგისტრირდა 01.08.2008 წელს და გაუქმდა N დ 0611226 პირადობის მოწმობა. 4. ვეტროვი ვასილი დაბადებული 23.02.1940, პირადი N 26001022778 გარდაიცვალა 09.10.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია განხორციელდა 21.10.2008 წელს და გაუქმდა N ა 1149755 პირადობის მოწმობა. 5. გოგუაძე ნანული დაბადებული 16.01.1938წელს, პირადი N 26001022640, გარდაიცვალა 30.06.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია განხორციელდა 26.08.2008 წელს და გაუქმდა N ბ 0807056 პირადობის მოწმობა. 6. ხვიჩია ეთერ 07.01.1936 წელს, პირადი N 26001023136, გარდაიცვალა 15.08.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია განხორციელდა 09.09.2008 წელს და გაუქმდა N დ 0807199 პირადობის მოწმობა. 7. ბარამიძე ციალა 13.12.1934წელს, პირადი N 26001021843, გარდაიცვალა 29.08.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია განხორციელდა 09.09.2008 წელს და გაუქმდა N გ 0793084 პირადობის მოწმობა. 8. მგელაძე გური 26.07.1935 წელს, პირადი N 26001025041, გარდაიცვალა 25.08.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია განხორციელდა 30.10.2008 წელს და გაუქმდა N ა 1149923 პირადობის მოწმობა. 9. ჩხარტიშვილი ნელი დაბადებული 23.10.1949 წელს, პირადი N 26001026911, გარდაიცვალა 20.09.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია განხორციელდა 29.09.2008 წელს და გაუქმდა N დ 0901775 პირადობის მოწმობა. 10. ნაკაშიძე ნაზი, დაბადებული 01.07.1929 წელს, პირადი N 26001012419, გარდაიცვალა 09.06.2006 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია განხორციელდა 01.09.2008 წელს და გაუქმდა N დ 0599677 პირადობის მოწმობა. 11. კუკულავა ქეთო, დაბადებული 16.12.1912 წელს, პირადი N 26001016915, გარდაიცვალა 10.10.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია განხორციელდა 22.10.2008 წელს და გაუქმდა N გ 0665655 პირადობის მოწმობა. 12. კუკულაძე ზაურ დაბადებული 01.09.1935წელს, პირადი N 26001019453, გარდაიცვალა 29.06.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია განხორციელდა 29.07.2008 წელს და გაუქმდა N ა 0696425 პირადობის მოწმობა. 13. გოგიჩაიშვილი დავით დაბადებული 17.01.1957 წელს, პირადი N 26001033324, გარდაიცვალა 26.08.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია განხორციელდა 08.09.2008 წელს და გაუქმდა N ა 1167933 პირადობის მოწმობა. 14. გოგინავა ჟანა 18.02.1940 წელს, პირადი N 26001021080, მისი გარდაცვალების ფაქტი სსგს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აღრიცხულია 06.07.2006 წელს და გაუქმდა N დ 0769872 პირადობის მოწმობა. 15. თურქია მარგალიტა, დაბადებული 10.03.1934 წელს, პირადი N 26001018403, გარდაიცვალა 14.05.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია განხორციელდა 20.04.2010 წელს და გაუქმდა N ბ 0696141 პირადობის მოწმობა.
16. მურვანიძე დავით, დაბადებული 08.07.1940 წელს, პირადი N26001012464, გარდაიცვალა 17.08.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია განხორციელდა 01.09.2008 წელს და გაუქმდა N გ 0599689 პირადობის მოწმობა. 17. ვადაჭკორია ნადია, დაბადებული 05.01.1913 წელს, პირადი N 26001019400, გარდაიცვალა 08.08.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია განხორციელდა 29.08.2008 წელს და გაუქმდა N ბ 0696410 პირადობის მოწმობა. საზოგადოების ინფორმირებისთვის სააგენტო გაცნობებთ, რომ გარდაცვლაების ფაქტის დაფიქსირების შემდეგ, პირს უუქმდება პირადობის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი, რაც აისახება სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. ოჯახის წევრების მიერ გარდაცვლილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, მოწმობა ფიზიკურადაც ნადგურდება. თუმცა, პირადობის მოწმობა, იმის მიუხედავად ის განადგდება თუ არა, არის უკვე ჩვეულებრივი ქაღალდი და მას არავითარი იურიდიული ძალა აღარ გააჩნია. გაუქმებული დოკუმენტით შეუძლებელია არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ისევე როგორც რაიმე სახის გარიგების დადება და სხვა. სწორედ ასეთი გაუქმებული პირადობის მოწმობები წარმოადგინა დღეს ბ-ნმა ასკურავამ. ავღნიშნავთ, რომ როგორც ჩვენთვიც ცნობილია, ბ-ნ ასკურავას დაუკავშირდნენ მთავარი პროკურატურიდან, თუმცა ის ჯერ გამოსაკითხად არ მისულა. აქვე განვმარტავთ, რომ ყოველდღიურად იკლებს იმ პირთა რიცხვი, ვისაც ძველი - ე.წ. ქაღალდის პირადობის მოწმობა აქვს. მეორე ტურისთვის ცესკოსთვის გადაცემულ მონაცემებში 13 153-ით ნაკლებია იმ პირთა რიცხვი, ვისაც ძველი პირადობის მოწმობა აქვს (პირველი ტურისთვის ცესკოსთვის გადაცემულ სიაში ასეთი 790 484 პირი იყო, ხოლო მეორე ტურისთვის გადაცემულ სიაში 777 331 პირია)“, - განაცხადა სოსო გიორგაძემ. შეგახსენებთ, კახა ასკურავამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთში გადაყრილი პირადობის მოწმობები აღმოაჩინეს. „დილით ვიპოვე გადაყრილი ლანჩხუთში. აი, ასე გააყალბეთ არჩევნები“, - წერს ასკურავა.
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)