21:26 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-02 16:23:02, 4341 ნახვა

საზოგადოება
ოპოზიცია ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს და ამისთვის ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს და ამისთვის ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს.

როგორც ოპოზიციის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, მათი შემდგომი ნაბიჯები ხელისუფლების პასუხზე იქნება დამოკიდებული. 

„ჩვენ ვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და ამისთვის ვითხოვთ საარჩევნო სისტემის ძირეულ ცვლილებას. ისეთ ცვლილებას, რომელიც მთლიანად შეცვლის საარჩევნო კორუმპირებულ ადმინისტრაციას, ცესკო-დან დაწყებული, უბნებამდე დამთავრებული. ვიცით, რომ ეს კომისიები უნდა დაკომპლექტდეს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიებისა და საერთაშორისო ექსპერტების მიერ. გაერთიანებულ ოპოზიციას უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელსაც შევათანხმებთ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან. უნდა გაუქმდეს საოლქო კომისიები, რომელიც არაფერი არ არის, თუ არა გაყალბების კიდევ ერთი ინსტრუმენტი, საჯარო მოხელეებს მკაცრად უნდა აეკრძალოთ კამპანიაში მონაწილეობა, განსაკუთრებით მინისტრებს და მათ მოადგილეებს. ეს ხალხი ან მთლიანად წარმოადგენს ქართველ ერს ან მაშინ არიან ერთი პარტიის წარმომადგენლები და მათ ეს თანამდებობები არ უნდა ეკავოთ. ამ ყველაფრიდან გამომდიანარე, ხელისუფლებას ვთავაზობთ – შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, დავუშვათ ხუთი ადამიანის შემადგენლობით, თუ ამდენ კვალიფიციურ პირს მონახავთ თქვენთან, ჩვენც ამავე რაოდენობით შევქმნით ჩვენს დელეგაციას. სამოქალაქო საზოგადოების დაკვირვების ქვეშ ცივილიზებულად, ევროპულად, კონსტიტუციურად, სამართლებრივად დავჯდეთ და ერთად გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან. ვადას გაძლევთ 16 დეკემბრამდე. ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული შემდეგი ნაბიჯები“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics