2018-12-02 14:59:53, 1172 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან ოპოზიციის მხარდამჭერები იკრიბებიან - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დღეს საპროტესტო აქცია დაანონსებული, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები იკრიბებიან.
როგორც „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რუსთაველის გამზირზე ასობით ადამიანია შეკრებილი.
აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოს დროშები და სხვადასხვა შინაარსის პლაკატები აქვთ მიტანილი.
აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. პარლამენტის მიმდებარედ დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც პარტიის ლიდერები მხარდამჭერებს მიმართავენ. უსაფრთხოების დაცვის მიზნით ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
ავტორი: ,