|
2018-12-02 13:54:06, 1189 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ღრუბლიანობის მომატება და ქარია ნავარაუდევი
2-3 დეკემბერს, საქართველოში ღრუბლიანობის მომატება და ქარია ნავარაუდევი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, დასავლეთ საქართველოში მოსალიდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის პირველ ნახევარში უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:დაბლობში +10, +15°; მთაში +6, +11°; მაღალმთაში 0, +5°. აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დილის საათებში ზოგან წვიმა, მაღალმთაში თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში +10, +15°; მთაში +5, +10°; მაღალმთაში 0, +5°. ხოლო თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: +12°. „3 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +13, +18°; მთაში ღამით -1, +4°, დღისით +9, +14°; მაღალმთაში ღამით -6, -1°, დღისით +3, +8°. აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით 0, +5°,ზოგან -3°-მდე, დღისით +8, +13°; მთაში ღამით -4, +1°, დღისით +7, +12°; მაღალმთაში ღამით -7,-2°, დღისით 0, +5°,ზოგან +9°-მდე. თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მოიმატებს. უმეტესად უნალექოდ. იქროლებსსუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +3°, დღისით +12°“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)