21:26 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-02 11:32:54, 895 ნახვა

საზოგადოება
თბილისი პარიზის დეკლარაციას შეუერთდა

1 დეკემბერს, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს, თბილისში ხელი მოეწერა პარიზის დეკლარაციას. დოკუმენტს ხელი მოაწერეს თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აივ/შიდსის ერთიანი პროგრამის (UNAIDS) წარმომადგენელმა ლევ ზოგრაბიანმა. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის, გაეროს მოსახლეობის ფონდის, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომა" ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.

„დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას, რაც გულისხმობს იმას, რომ თბილისი, ისევე, როგორც სხვა წამყვანი ევროპული ქალაქები, აცნობიერებს შიდსის, ტუბერკულოზის და C ჰეპატიტის საფრთხეებს ქალაქის მასშტაბით. თბილისის მერია 2015 წლიდან ახორციელებს სხვადასხვა პრევენციულ ღონისძიებებს ამ მიმართულებით. ასევე, C ჰეპატიტის პროგრამას, რომელზეც 6 მილიონი ლარი დაიხარჯა. ყოველწლიურად კი 1 მილიონამდე ლარი იხარჯება ამ დაავადებათა გამოვლენაზე", - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

პირველად, 2014 წლის 1 დეკემბერს პარიზში, საფრანგეთში, ხელი მოეწერა ქალაქების მერების დეკლარაციას, რომლის მიზანიც არის, დასრულდეს აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემია მათ ქალაქებში.

ხელმოწერით მერებმა დაადასტურეს, რომ ისინი მზად არიან, ხელი შეუწყონ მათ ქალაქებში ისეთი ღონისძიებების გატარებას, რომლებიც მიმართულია აივ ინფექციის/შიდსის ეპიდემიის დასრულებისკენ. 

დეკლარაციის ხელმოწერის ინიციატორები იყვნენ პარიზის მერია, UNAIDS და UN-Habitat. 

2017 წლის 1 დეკემბრის მდგომარებით, 300-ზე მეტმა ქალაქმა უკვე მოაწერა ხელი დეკლარაციას, მათ შორის არიან: ამსტერდამი (ჰოლანდია), ათენი (საბერძნეთი), ბარსელონა (ესპანეთი), ბერლინი (გერმანია), ბრიუსელი (ბელგია), ბუქარესტი (რუმინეთი), ჟენევა (შვეიცარია), კიევი (უკრაინა), ლისაბონი (პორტუგალია), მადრიდი (ესპანეთი), ოდესა (უკრაინა), პარიზი (საფრანგეთი), ვენა (ავსტრია), ატლანტა (აშშ),ბოსტონი (აშშ), ჩიკაგო (აშშ),ნიუ-იორკი (აშშ),სან-ფრანცისკო (აშშ), ვაშინგტონი (აშშ), მეხიკო (მექსიკა), კასაბლანკა (მაროკო), დარ-ეს-სალამი (ტანზანია), იოჰანესბურგი (სამხრეთ აფრიკა), ბუენოს აირესი (არგენტინა), რიო დე ჟანეირო (ბრაზილია) და ა.შ. 

თბილისის მიერ პარიზის დეკლარაციის ხელმოწერა გულისხმობს, რომ თბილისი, ისევე როგორც სხვა წამყვანი ევროპული ქალაქები, აცნობიერებს აივ ინფექციის/შიდსისა და ტუბერკულოზის საფრთხეებს და უერთდება წამყვანი ქალაქების სულისკვეთებას ამ დაავადებების დამარცხებისთვის.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics